ობიექტური კამლი
ობიექტური კამლ, ოკამლ (Objective Caml, Ocaml) წარმოადგენს ფუნქციურ პროგრამირების ენას, რომელიც არის შექმნილი ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირებისთვის. ის იყო დაწერილი ხავიერ ლერიო, ჯერომ ვოილონ, დამიენ დოლიგეზ და სხვების მიერ 1996 წელს. ენის შექმნის, დამუშავების და განახლების პროექტი უმეტესად ინრიაში ხორციელდება.
პარადიგმა | |
---|---|
მულტი-პარადიგმა: | ფუნქციური, ბრძანებითი, ობიექტებზე-ორიენტირებული |
კონსტრუქტორი | |
INRIA | |
უკანასკნელი გამოშვების ვერსია | |
4.02.1 | |
დიალექტები | |
F#, JoCaml, MetaOCaml, OcamlP3l | |
ოპერატიული სისტემა | |
მულტი-პლათფორმა | |
ლიცენზია | |
Q Public License (compiler) LGPL (library) | |
საიტი | |
http://caml.inria.fr/ | |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ოკამლი აფართოებს კამლის პროგრამირების ენას ობიექტზე ორიენტირების ფასით. როგორც ყველა ფუნქციური ენა, ოკამლის მთავარი თვისება არის ფუნქციების გამოყენება პრობლემების გამოსათვლელად. ეს იმას გულისხმობს რომ ნებისმიერი გამოსახულება წარმოადგენს მათემატიკურ ფუნქციას და პროგრამის ასრულების პერიოდში არ იყენება ფაზები და ცვალებადი მონაცემები.
ოკამლის სამუშაო ნაკრები შეიცავს ზედა ფენის (კომანდ პრომფთ/ბაშ შელლ) განმმარტებელს, ბაიტ-კოდურ კომპილატორს და ოფტიმიზირებელ ადგილობრივი კოდის კომპილატორს. ოკამლის ენის სტანდარტული ბიბლიოთეკა საშუალებას იძლევა დიდი ზომის სამეცნიერო და კომერციული პროგრამების დამზადებას. ოკამლს საფუძვლად უდევს გამეორებელი ფუნქციების თეორია და ლამბდა გამოთვლები, რის გამოც წარმოადგენს რეკურსიული ფუნქციების დამამზადებელ ერთ ერთ საუკეთესო ინსტრუმენტს.
ენის ტიპი
ოკამლი და მისგან წარმოებული ენები ხასიათდებიან სტატიკური ტიპის სისტემებით და ტიპის დამდგენელ კომპილატორებით. სტატიკური ტიპის სისტემების ხარჯზე თითქმის მთლიანად ქრება პროგრამისტის მიერ დაშვებული შეცდომები, რომლებიც პროგრამის გაშვების დროს შეიძლება გაჩნდეს. სამაგიეროდ კომპილატორის ეს ფუნქცია აიძულებს პროგრამისტს ფრთხილად და დაკვირვებით დაგეგმოს ცვლადების განმარტება და გამოყენება. ტიპის დადგენის სისტემა ახერხებს ცვლადის ტიპის დადგენას ამ უკანასკნელის მნიშვნელობის ხარჯზე. ამის გამო პროგრამისტს არ ესაჭიროება ცვლადის ტიპის მითითება, როგორც ხდება ჯავაში, C++ში და სხვა მრავალ პროგრამირების ენებში.
ოკამლის პროგრამების მაგალითები
ოკამლის პროგრამების წერა შეიძლება როგორც ცალკე ფაილებში ასევე ზედა ფენის განმმარტებელში. საკმარისია ვინდოუსის კომანდ პრომფთში ან ლინუქსის შელში ავკრიფოთ ბრძანება ocaml და გამოჩნდება ზედა ფენის განმმარტებელის პირველი ხაზი რის შემდეგაც შეგვიძლია შევიყვანოთ ოკამლის ენის გამოსახულებები.
<source lang="ocaml">
$ ocaml Objective Caml version 3.10.0
#
</source>
მაგალითად გამოსახულება 1 + 2 * 3 შეგვყავს შემდეგი გზით
<source lang="ocaml">
# 1 + 2 * 3;; - : int = 7
</source>
გამოთვლების შედეგად ოკამლი გვანახებს გამოსახულების ტიპს (ამ შემთხვევაში int) და მის შედეგს.
ცვლადების განმარტება ხდება let სიტყვის გამოყენებით. სიტყვა let ასევე გამოიყენება ფუნქციების განმარტებისთვისაც.
მაგალითად ცვლად x-ის შესაქმნელად და მისთვის 10-ის მნიშვნელობის მისანიჭებლად ვწერთ let x = 10:
<source lang="ocaml">
# let x = 10;; val x : int = 10
</source>
ისევე როგორც წინა მაგალითში ოკამლის განმმარტებელი გვანახებს გამოსახულების ტიპს და მის მნიშვენლობას.
Hello World
ცალკე ფაილში მოთავსებული ოკამლის პროგრამა ბოლოვდება ml გაფართოებით. მაგალითად "hello.ml":
<source lang="ocaml">
print_endline "Hello world!";;
</source>
კომპილირდება შემდეგნაირად:
<source lang="ocaml">
$ ocamlc hello.ml -o hello
</source>
და სრულდება:
<source lang="ocaml">
$ ./hello Hello world! $
</source>
რესურსები ინტერნეტში
- Caml language family official website
- OCaml libraries Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- OCaml tutorial for C, C++, Java and Perl programmers Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- A basic OCaml tutorial
- A Tutorial with a practical approach.
- OCamIL, ოკამლის კომპილატორი Microsoft .NET
- Comparison of the speed of various languages Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted ოკამლის შემცველი
- LablGL and LablGTK OpenGL+ შემაკავშირებლები (LablGL) და GTK+ შემაკავშირებლები (LablGTK)
- Newest Ocaml Projects on Sourceforge[მკვდარი ბმული]
- OCaml code wiki on CodeCodex Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- MetaOCaml Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted მთავარი გვერდი
- OCamlcore Planet
- OCamlForge
სქოლიო