ოთარ იოსელიანი
თარგი:მრავალმნიშვნელოვნება/დიზაინი
ოთარ იოსელიანი | |
---|---|
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted ოთარ იოსელიანი ლონდონში, 2013 წელი | |
დაბადების თარიღი | Script error: No such module "Separated entries". |
გაუჩინარდა | Script error: No such module "Separated entries". |
გარდაცვალების თარიღი | Script error: No such module "Separated entries". |
დაკრძალულია | Script error: No such module "Separated entries". |
ეროვნება | ქართველი |
ალმა-მატერი | თბილისის კონსერვატორია, საკავშირო სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტი |
საქმიანობა | კინორეჟისორი, სცენარისტი |
აქტიური | 1958–2023 |
წოდება | Script error: No such module "Separated entries". |
მშობლები | Script error: No such module "Separated entries". |
ჯილდოები | საქართველოს სახალხო არტისტი (1984) |
ხელმოწერა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ოთარ იოსელიანი (დ. 2 თებერვალი, 1934, თბილისი — გ. 17 დეკემბერი, 2023, იქვე) — ქართველი კინორეჟისორი, საქართველოს სახალხო არტისტი (1984), საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1979).
ბიოგრაფია
1952 წელს დაამთავრა თბილისის კონსერვატორია კომპოზიციის, დირიჟორისა და ფორტეპიანოს განხრებით. 1953 წელს მოსკოვში მიემგზავრება, სადაც ორი წელი მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე სწავლობდა. 1961 წელს დაამთავრა საკავშირო სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტი (რუს. ВГИК), სადაც უშუალოდ ალექსანდრე დოვჟენკოსა და მიხეილ ჭიაურელის მოსწავლე იყო. 1956 წლიდან სწავლის პარალელურად მუშაობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ რეჟისორის ასისტენტად, 1956–1959 წლებში მემონტაჟედ, 1959– 1961 წლებში დოკუმენტური ფილმების რეჟისორად, ხოლო 1961 წლიდან იყო სტუდიის რეჟისორი და სცენარისტი.
1962 წელს დადგა მცირემეტრაჟიან ფილმი „აპრილი“. 1964 წელს გადაიღო დოკუმენტური ფილმი „თუჯი“, რომელშიც აღწერა მეტალურგიული კომბინატის მუშაობის ერთი დღე. უკვე ამ ფილმებში გამოჩნდა რეჟისორის ორიგინალური სტილი, რომელიც აშკარა იყო მის პირველ სრულმეტრაჟიან ფილმში „გიორგობისთვე“ (1966). ამ ფილმისთვის მან კანის კინოფესტივალზე ფიპრესისა და ჟორჟ სადულის პრემიები დაიმსახურა საუკეთესო სადებიუტო ნამუშევრისთვის.[1] 1971 წელს ეკრანებზე გამოვიდა ფილმი „იყო შაშვი მგალობელი“, ხოლო 1976 წელს კი რეჟისორმა დადგა „პასტორალი“, რომელმაც ბერლინის ფესტივალის კინო-პრესის ჯილდო დაიმსახურა.
1984 წლიდან ცხოვრობდა საფრანგეთში, სადაც ემიგრაციაში წავიდა საბჭოთა ცენზურასთან პრობლემების გამო.[2] აქ გადაიღო დოკუმენტური და მცირემეტრაჟიანი ფილმები: 1984 წელს „მთვარის ფავორიტებმა“ ვენეციის კინოფესტივალის ჟიურის სპეციალური პრიზი დაიმსახურა.[3] იგივე პრემია მიენიჭა იოსელიანის ორ სხვა ფილმსაც — „და იყო სინათლე“ (1989) და „ყაჩაღები. თავი VII“ (1996). 1999 წელს ეკრანებზე გამოვიდა ოთარ იოსელიანის ახალი ფილმი „მშვიდობით, მშობლიურო მიწავ!“, რომელშიც ის თავად ასრულებს ერთ-ერთ მთავარ როლს. 2010 წლის კანის კინოფესტივალზე არასაკონკურსო ჩვენებაში წარმოდგენილი იქნა რეჟისორის ახალი ფილმი „შანტრაპა“.
გარდაიცვალა 2023 წლის 17 დეკემბერს, 89 წლის ასაკში,[4] თბილისში.[5] დაკრძალულია ვაკის სასაფლაოზე, მშობლების გვერდით.[6]
ფილმოგრაფია
მსახიობი
დამდგმელი რეჟისორი
- მოკლემეტრაჟიანი ფილმები
- 1958 — „აკვარელი“
- 1959 — „საპოვნელა“
- 1961 — „აპრილი“ (სცენარის ავტორი)
- 1964 — „თუჯი“ (სცენარის ავტორი)
- 1968 — „ძველი ქართული სიმღერები“ (სცენარის ავტორი)
- 1982 — „7 პიესა შავ-თეთრი კინოსათვის“ (ფრანგ. Lettre d'un cinéaste : 7 pièces pour le cinéma noir et blanc) (დოკუმენტური)
- სრულმეტრაჟიანი ფილმები
- 1966 — „გიორგობისთვე“
- 1970 — „იყო შაშვი მგალობელი“ (სცენარის ავტორი)
- 1976 — „პასტორალი“ (სცენარის ავტორი)
- 1984 — „მთვარის ფავორიტები“ (ფრანგ. Les Favoris de la lune)
- 1989 — „და იქმნა ნათელი“ (ფრანგ. Et la lumière fut)
- 1992 — „ნადირობა პეპლებზე“ (ფრანგ. La Chasse aux papillons)
- 1995 — „საქართველო, ეული“ (ფრანგ. Seule, Géorgie)
- 1996 — „ყაჩაღები. თავი VII“ (ფრანგ. Brigands, chapitre VII; სცენარის ავტორი, მემონტაჟე)
- 1999 — „მშვიდობით, მშობლიურო მიწავ!“ (ფრანგ. In vino veritas!)
- 2002 — „ორშაბათი დილა“ (ფრანგ. Lundi matin)
- 2006 — „შემოდგომის ბაღები“ (ფრანგ. Jardins en automne)
- 2010 — „შანტრაპა“ (ფრანგ. Chantrapas; სცენარის ავტორი, მემონტაჟე)
- 2015 — „ზამთრის სიმღერა“ (ფრანგ. Chant d'hiver)
ჯილდოები
- 1968 — ფიპრესის პრემია და ჟორჟ სადულის პრემია კანის კინოფესტივალზე (ფილმისათვის „გიორგობისთვე“)[2]
- 1976 — ფიპრესის პრემია ბერლინის კინოფესტივალზე (ფილმისათვის „პასტორალი“)[2]
- 1979 — საქართველოს სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
- 1984 — საქართველოს სსრ სახალხო არტისტი
- 1984, 1989, 1996 — ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალის სპეციალური პრიზი საუკეთესო რეჟისურისათვის (ფილმებისათვის „მთვარის ფავორიტები“, „და იქმნა ნათელი“ და „ავაზაკები, თავი VII“)[2]
- 1993 — რუსეთის დამოუკიდებელი პრემია „ტრიუმფი“
- 1998 — შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია
- 1999 — ევროპის კინოაკადემიის კრიტიკოსთა ჯილდო — Prix Fipresci (ფილმისათვის „მშვიდობით, მშობლიურო მიწავ!“)[7]
- 1999 — რუსეთის კინომატოგრაფიული პრემია „ნიკა“ საუკეთესო სარეჟისორო ნამუშევრისათვის (ფილმისათვის „ავაზაკები, თავი VII“)[8]
- 1999 — ლუი დელუკის პრემია წლის საუკეთესო ფრანგული ფილმისათვის (ფილმისათვის „მშვიდობით, მშობლიურო მიწავ!“)[7]
- 2002 — ვერცხლის დათვი საუკეთესო რეჟისურისათვის (ფილმისათვის „ორშაბათი დილა“)[7]
- 2006 — საპატიო ლეგიონის ორდენი[2]
- 2013 — ლოკარნოს კინოფესტივალის ჯილდო „Pardo alla carriera“[9]
- 2019 — რუსეთის კინომატოგრაფიულ პრემია „ნიკას“ ჯილდო „პატივი და ღირსება“[10]
- 2022 — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის საპატიო ჯილდო „პრომეთე“[4]
ბიბლიოგრაფია
<templatestyles src="თარგი:Refbegin/styles.css" />
- კუჭუხიძე, ირინა., ქართველი კინორეჟისორები : ნარკვევების კრებული : ნაწილი I, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 2005. — გვ. 240. 72–104 გვ.
რესურსები ინტერნეტში
- ოთარ იოსელიანი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ოთარ იოსელიანი — ეროვნული ფილმოგრაფია
- Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზაშიLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- ოთარ იოსელიანის ბიოგრაფია და ფილმოგრაფია (რუსულად)
- ოთარ იოსელიანი — ბურუსი – BURUSI
სქოლიო
- ↑ ოთარ იოსელიანი — პოლიტიკური სისტემის მიღმა მდგომი რეჟისორი. sputnik-georgia.com (02 თებერვალი, 2018). ციტირების თარიღი: 12 ნოემბერი, 2018.
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 ბორაშვილი მიხო, საუბრები კინორეჟისურაზე : ქრესტომათია, წგნ. I, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში: „კენტავრი“, 2014. — გვ. 260–261.
- ↑ ნატალია ჯალაღონია. (6 დეკემბერი, 2012) ოთარ იოსელიანი – ქართული კინოს გენია. doctrina.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 დეკემბერი, 2023. ციტირების თარიღი: 17 დეკემბერი, 2023.
- ↑ 4.0 4.1 Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- ↑ Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- ↑ Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- ↑ 7.0 7.1 7.2 Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- ↑ Лауреаты за 1998. kino-nika.com. ციტირების თარიღი: 17 დეკემბერი, 2023
- ↑ Otar Iosseliani – Solitary and Subversive Poet en. Locarno Film Festival (2023-12-18). ციტირების თარიღი: 19 დეკემბერი, 2023
- ↑ Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted