ოთარ რევაზის ძე ჩხეიძე (დ. 28 ნოემბერი, 1920, ყელქცეული, გორის რაიონი — გ. 13 დეკემბერი, 2007, თბილისი) — ქართველი მწერალი, ლიტერატურათმცოდნე, ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი (1949).

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
დაბადების თარიღი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
დაბადების ადგილი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
გარდაცვალების თარიღი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
გარდაცვალების ადგილი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
დასაფლავებულია Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ფსევდონიმი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
საქმიანობა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ენა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ეროვნება Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
მოქალაქეობა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ალმა-მატერი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
პერიოდი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ჟანრი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Magnum opus Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ჯილდოები Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
მეუღლე Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
პარტნიორ(ებ)ი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
შვილ(ებ)ი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ნათესავ(ებ)ი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Script error: No such module "collapsible list".
ხელმოწერა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
საიტი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
[[:commons:Category:Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted|Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted]] ვიკისაწყობში

ბიოგრაფია

1938 წელს თბილისში დაამთავრა საშუალო სკოლა. 1942 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის განხრით. ერთხანს მასწავლებლობდა სოფლად. 1948 წლიდან ლექციებს კითხულობდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის, 1949 წლიდან — ნ. ბარათაშვილის სახელობის გორის პედაგოგიური ინსტიტუტებში. 1949—1971 წლებში იყო გორის პედაგოგიური ინსტიტუტის რუსული ენისა და ლიტერატურის, 1971—1980 წლებში — უცხოური ენებისა და ლიტერატურის კათედრის გამგე. 1950—1951 წლებში საქართველოს მწერალთა კავშირის პასუხისმგებელი მდივანია და „მნათობის“, „ცისკრის“ და „ლიტერატურული საქართველოს“ სარედაქციო კოლეგიის წევრი 40-იანი წლებიდან 90-იან წლებამდე.

პირველი მოთხრობა გამოაქვეყნა 1940 წელს ჟურნალ „ჩვენ თაობაში“. მას შემდეგ თანმიმდევრულად იბეჭდება მისი მოთხრობების ციკლი „ჩემი სოფლის ეტიუდები“, რომანის ციკლი „მატიანე ქართლისა“, დრამატული ნაწარმოებები, ლიტერატურულ-კრიტიკული და პუბლიცისტური წერილები. მოთხრობათა პირველი კრებული „ხელეური“ — 1947, წლების მანძილზე აქვეყნებდა ქართული სოფლის ამსახველ, ლირიზმით შეფერილ მცირეფორმიან თხზულებებს საერთო სათაურით — „ჩემი სოფლის ეტიუდებიდან“ (1959, 1963).

ავტორია რომანების მთელი სერიისა, რომელთა მთავარი პერსონაჟების — გენეტიკური ხაზით ერთმანეთთან დაკავშირებიული სამი თაობის ადამიანების — ბედის ჩვენებით შექმნილია XX საუკუნე ჩვენი საზოგადოების ცხოვრების ვრცელი ეპოპეა „ტინისხიდი“, წგნ. I—III, 1950—1955; „ბურუსი“, 1955; „ჯებირი“, 1956; „მეჩეჩი“, 1958; „კვერნაქი“, 1965; „აღმართ-დაღმართი“, 1967; „ლანდები“, 1968; „ბორიაყი“, 1974 (რომანი საფუძვლად დაედო რეჟისორ გიორგი შენგელაიას კინოფილმს „ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა“, 1985); „ცხრაწყარო“, 1980; „მთაგრეხილი“, 1984 და სხვა]. ოთარ ჩხეიძეს ეკუთვნის აგრეთვე პიესები „ვისია ვისი“ (დაიდგა 1964), „ძველი რომანსები“ (დაიდგა 1966), „თედორე“ (დაიდგა 1967), „ქეთევან“ (დაიდგა 1970); მონოგრაფიები „ვასილ ბარნოვი“. „რომანი და ისტორია“ (1965, 1976), „იტალიური დღიურები ბაირონისა“ (1976) და სხვა. რომანების ციკლი — არტისტული გადატრიალება, „თეთრი დათვი“, „ბერმუდის სამკუთხედი“, „2001 წელი“, „მორჩილი“ და ბოლო — 22-ე რომანი „ლაზერშოუ“ (2005) გამოხატავს საქართველოში კომუნისტური რეჟიმის შემდგომდროინდელ მოვლენებს. ყოველი მათგანი მოვლენათა ცხელ კვალზე იწერებოდა და ქვეყნდებოდა და მართლაც მხატვრული მატიანე იქნება შთამომავლობისათვის, მატიანე პირუთვნელი თანამედროვისა. მისი თხზულებები თარგმნილია რუსულ ენაზე, ყოფილ სსრკ-ის სხვა ხალხთა, აგრეთვე ბულგარულ ენაზე. მიღებული აქვს ლიტერატურული პრემია „საბა“ (2005)და „ილია ჭავჭავაძის“ პრემია (2006).

ჯილდოები

2005 - „საბა“ ქართული ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის.

ლიტერატურა