ოპუნცია (ლათ. Opuntia) — მცენარეთა გვარი, კაქტუსისებრთა ოჯახისა. სუკულენტური ბუჩქები ან, იშვიათად, ხეებია. აქვთ ბრტყელი, წვნიანი დანაწევრებული ფოთლისებრი ტოტები. ღერო მოფენილია ეკლებით (ეკლების უმეტესობა ფოთლების სახეცვლილებას წარმოადგენს) ან ე. წ. გლოქიდიებით (წვრილი ეკლისებური გამონაზარდები); რამდენიმე სახეობას რუდიმენტული ფოთლებიც აქვს, რომლებიც მალე სცვივა.

ოპუნცია
Opuntia echios
Opuntia echios
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
კლასი:  ორლებნიანნი
ოჯახი:  კაქტუსისებრნი
გვარი:  ოპუნცია
ლათინური სახელი
Opuntia
დაცვის სტატუსი
<templatestyles src="თარგი:Comment/styles.css" /><span class="ts-comment-commentedText" title="Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted">სტატუსი არ არის მითითებული
ძიება IUCN-ის ვებ-გვერდზე: ???

ოპუნციის 250-ზე მეტი სახეობა გავრცელებულია ამერიკაში; ზოგიერთი კულტივირებულია სხვა ტროპიკულ და სუბტროპიკულ ქვეყნებში, აგრეთვე სამხრეთ და შუა ევროპაში, ყირიმში, შუა აზიასა და კავკასიაში, კერძოდ საქართველოში ბევრგან გაველურებულია; მაგ. Opuntia ficus indica — თბილისის მიდამოებში და დასავლეთ საქართველოში.

ოპუნციის ყინვაგამძლე სახეობები უძლებენ — 10 °C. ღერო შეიცავს სახამებელს, შაქრებს, პროტეინს, C ვიტამინს. ადვილად მრავლდება ვეგეტატიუტად. ოპუნცია ინდიელების უძველესი საკულტო მცენარეა; იგი გამოსახულია მექსიკის სახელმწიფო გერბზე.

ლიტერატურა

მოძიებულია „https://wiki.ge/w/index.php?title=ოპუნცია&oldid=58965“-დან