ორგანი (სამხედრო)
თარგი:მრავალმნიშვნელოვნება/დიზაინი
ორგანი — მრავალლულიანი ქვემეხი, რომელსაც იყენებდნენ სხვადასხვა არმიაში XVI საუკუნისა და XVII საუკუნის დასაწყისში. სახელწოდება ორგანი წარმოიშვა სასულე მუსიკალური ინსტრუმენტ ორგანთან ორგანის გარეგნული მსგავსების გამო. ორგანს განსაკუთრებულ ლილვზე ან ჩარჩოებზე რამდენიმე რიგად დამაგრებული 6-იდან 24-მდე და მეტი ლულა ჰქონდა (თოფები, პატარა მორტირები, მცირე კალიბრის ქვემეხები). ლულის ფალიები ყოველ რიგში საერთო ღარით ერთდებოდა, რაც შესაძლებელს ხდიდა ერთდროულ გასროლას. მას შემდეგ, რაც ფინთიხი გამოიგონეს ორგანი ხმარებიდან გამოვიდა.
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1984. — გვ. 561.