პანამერიკული თამაშები
პანამერიკული თამაშები — უმთავრესი სპორტული ღონისძიება ამერიკის კონტინენტზე, რომელიც ამჟამად მხოლოდ ზაფხულის თამაშებს მოიცავს, წარსულში კი ზამთრის სპორტის სახეობებსაც მოიცავდა. სხვადასხვა შეჯიბრებაში მონაწილეობას ათასობით ათლეტი იღებს. პანამერიკული თამაშები მეორე უმსხვილესი მრავალსპორტული ღონისძიებაა ზაფხულის ოლიმპიური თამაშების შემდეგ. შეჯიბრებებში მონაწილებოსა მხოლოდ ამერიკის კონტინენტის ქვეყნები იღებენ და ის ოთხ წელში ერთხელ, ზაფხულის ოლიმპიური თამაშების წინა წელს იმართება. 1990 წელს ასევე ჩატარდა ზამთრის პანამერიკული თამაშები. თამაშები ბოლოს 2011 წელს გვადალახარაში გაიმართა, შემდეგი კი 2015 წელს ტორონტოში ჩატარდება. 2007 წლიდან, მასპინძელი ქალაქი პარალელურად ორგანიზებას უწევს პარაპანამერიკულ თამაშებებს, რომელშიც ერთმანეთს შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანები ეჯიბრებიან. ეს თამაშები პანამერიკული თამაშების დასრულებისთანავე იწყება. თამაშებს ხელმძღვანელობს პანამერიკული სპორტის ორგანიზაცია (PASO), რომლის სტრუქტურაცა და მოქმედებებიც ოლიმპიური ქარტიითაა განსაზღვრული.
პანამერიკული თამაშების მოძრაობა შედგენა საერთაშორისო სპორტული ფედერაციებისა და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტებისგან, რომლებიც აღიარებულია PASO-ს მიერ; ასევე თითოეული თამაშის საორგანიზაციო კომიტეტისგან. როგორც გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოს, PASO-ს კომპეტენციაში შედის მასპინძელი ქალაქის შერჩევა. მასპინძელი ქალაქი ოლიმპიური ქარტიისა და წესების ფარგლებში პასუხისმგებელია ღონისძიების ორგანიზებასა და დაფინანსებაზე. თამაშების პროგრამას, ასევე იმას, თუ სპორტის რომელი სახეობა შევა მასში, ასევე PASO განსაზღვრავს. თამაშების მიმდინარეობა ასევე მოიცავს მრავალ რიტუალსა და სიმბოლოს, მათ შორის დროშასა და ჩირაღდანს, ისევე როგორც გახსნისა და დახურვის ცერემონიალებს. პანამერიკულ თამაშებში, სპორტის 36 სახეობაში 5 000-მდე სპორტსმენი იღებს მონაწილეობას, სულ 400-მდე ღონისძიებაში. პირველ, მეორე და მესამე ადგილებზე გასულნი შესაბამისად იღებენ ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლებს.
ჩემპიონატი და მედალისტები
პანამერიკული თამაშების ყველა დროის მოწინავე ქვეყნების ათეული:
ადგილი | ქვეყანა | ოქრო | ვერცხლი | ბრინჯაო | სულ |
---|---|---|---|---|---|
1 | ესკიზის შექმნის შეცდომა: აშშ | 1861 | 1379 | 932 | 4172 |
2 | კუბა | 839 | 566 | 527 | 1932 |
3 | კანადა | 377 | 586 | 733 | 1696 |
4 | ბრაზილია | 287 | 319 | 460 | 1066 |
5 | არგენტინა | 279 | 305 | 407 | 991 |
6 | ესკიზის შექმნის შეცდომა: მექსიკა | 197 | 248 | 460 | 915 |
7 | ვენესუელა | 84 | 183 | 257 | 524 |
8 | ესკიზის შექმნის შეცდომა: კოლუმბია | 82 | 134 | 195 | 411 |
9 | ჩილეს დროშა ჩილე | 39 | 85 | 133 | 257 |
10 | პუერტო-რიკო | 27 | 79 | 121 | 227 |
მასპინძელი ქალაქები
თამაშები | წელი | მასპინძელი |
---|---|---|
I | 1951 | ბუენოს-აირესი, არგენტინა |
II | 1955 | მეხიკო, მექსიკა |
III | 1959 | აშშ-ის დროშა ჩიკაგო, აშშ |
IV | 1963 | ბრაზილიის დროშა სან-პაულუ, ბრაზილია |
V | 1967 | ვინიპეგი, კანადა |
VI | 1971 | კალი, კოლუმბია |
VII | 1975 | მეხიკო, მექსიკა |
VIII | 1979 | პუერტო-რიკოს დროშა სან-ხუანი, პუერტო-რიკო |
IX | 1983 | ვენესუელის დროშა კარაკასი, ვენესუელა |
X | 1987 | ესკიზის შექმნის შეცდომა: ინდიანაპოლისი, აშშ |
XI | 1991 | ესკიზის შექმნის შეცდომა: ჰავანა, კუბა |
XII | 1995 | ესკიზის შექმნის შეცდომა: მარ-დელ-პლატა, არგენტინა |
XIII | 1999 | ესკიზის შექმნის შეცდომა: ვინიპეგი, კანადა |
XIV | 2003 | სანტო-დომინგო, დომინიკელთა რესპუბლიკა |
XV | 2007 | რიო-დე-ჟანეირო, ბრაზილია |
XVI | 2011 | გვადალახარა, მექსიკა |
XVII | 2015 | ესკიზის შექმნის შეცდომა: ტორონტო, კანადა |
XVIII | 2019 | TBA |
მონაწილე ქვეყნები
მოცემულია თამაშების მონაწილე 42 ქვეყანა, რომელთა ოლიმპიურ კომიტეტებსაც პანამერიკული სპორტის ორგანიზაცია აღიარებს. [1]
რესურსები ინტერნეტში
- Poster Images from the Pan American Games from 1951 to 1999 Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- Guadalajara 2011 Games Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- Toronto 2015 Games Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
სქოლიო
- ↑ The 42 present countries in the Panamerican games Guadalajara 2011. COPAG. დაარქივებულია ორიგინალიდან — აგვისტო 24, 2011. ციტირების თარიღი: July 11, 2011.
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted