პარმენ ჭიჭინაძე
ნიკოლოზ (პარმენ) ჭიჭინაძე (დ. 18 ნოემბერი, 1873, გოდოგანი, (მაშინდელი ქუთაისის მაზრა) — გ. 30 სექტემბერი, 1921, თბილისი) — ქართველი პოლიტიკური მოღვაწე, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო მინისტრი 1920 წლის ნოემბრიდან 1921 თებერვლამდე.
პარმენ ჭიჭინაძე | |
---|---|
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
დაბადების თარიღი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
დაბადების ადგილი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
გარდაცვალების თარიღი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
გარდაცვალების ადგილი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
მოქალაქეობა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
განათლება | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
სამეცნიერო ხარისხი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ეროვნება | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
პარტია | რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია, საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია |
მამა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
დედა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
მეუღლე/ები | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
შვილ(ებ)ი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ჯილდოები | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
[[:c:Category:Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted|Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted]] ვიკისაწყობში |
ბიოგრაფია
ჭიჭინაძე დაიბადა შორაპნის მაზრის სოფ. გოდოგანში. ეუფლებოდა მედიცინას, მაგრამ ახალგაზრდობიდან ჩაება რევოლუციურ საქმიანობაში. იყო რსდსმპ-ის ქუთაისის კომიტეტის ხელმძღვანელი, მენშევიკური ფრთის წევრი და მონაწილეობდა 1905 წლის რევოლუციურ გამოსვლებში. 1911-1915 წლებში საქართველოდან გაასახლეს. 1917 წლის რევოლუციის საწყის ეტაპზე ჩაბმული იყო დონის როსტოვის მოვლენებში. ბოლშევიკური გადატრიალების შემდეგ საქართველოში დაბრუნდა. 1918-1920 წლებში იგი შინაგან საქმეთა მინისტრის ნოე რამიშვილის მოადგილე იყო და პერიოდულად მინისტრის მოვალეობას ასრულებდა.
1920 წელს გრიგოლ ლორთქიფანიძე ჩაანაცვლა საქართველოს სამხედრო მინისტრის თანამდებობაზე. 1921 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს, 19 თებერვალს, სამხედრო მინისტრი ჭიჭინაძე და დამფუძნებელი კრების წევრები ნოე ხომერიკი, გრიგოლ ურატაძე და გოგილო ცინცაძე, ფრონტის დათვალიერებისას, ორ შეიარაღებულ წითელარმიელს გადააწყდნენ, რომლებიც იქვე დაატყვევეს. საბჭოთა რუსეთის მიერს საქართველოს დაპყრობის შემდეგ, მინისტრი ჭიჭინაძე საქართველოში დარჩა, დააპატიმრეს. მეტეხის ციხეში ტუსაღობისას დაავადდა და მალევე გარდაიცვალა.[1] მის დაკრძალვას საქართველოში ერთ-ერთ პირველი ანტისაბჭოთა დემონსტრაცია მოჰყვა.
გარდაცვალება
დაპატიმრების შემდეგ, ის მეტეხის ციხეში მენინგიტით გარდაიცვალა. ეს დიაგნოზი თავისითვე დაუსვამს, რადგან სამედიცინო განათლება ჰქონდა. თუმცა, ყურადღება არავინ მიაქცია.
იგი დასაფლავებულია დიდუბის პანთეონში. გვერდითვეა დასაფლავებული მისი ქვისლი — ლევან ნათაძე, რომელიც იყო დამფუძვნებელი კრების წევრი და მანვე გაუკეთა ჭიჭინაძეს საფლავი. მალევე კი თავადაც გარდაიცვალა. ის პედაგოგი იყო და არა პარტიული მუშაკი, ამიტომ მისი ქვა დატოვეს, ჭიჭინაძის კი აიღეს. თუმცა, მისმა ოჯახმა დიდი ძალისხმევით მაინც შეძლო საფლავის ქვის დიდუბის პანთეონში დაბრუნება.
მოგონებები
მისი შვილიშვილი - გოგი ლევანის ძე ჭიჭინაძე იხსენებს,რომ 1921 წელს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის წასვლას ბათუმიდან ემიგრაციაში პარმენ ჭიჭინაძის ოჯახთან ერთად წასვლის გადაწყვეტილებაც მოჰყოლია, თუმცა წასვლის წინ ჭიჭინაძეს უთქვამს, რომ ბილეთი მხოლოდ მისთვის იყო და დარჩენის მიზეზად ეს მოიყვანა.
თუმცა, რეალური მიზეზი სულ სხვა იყო, რაც უნივერსიტეტში გრიგოლ ლორთქიფანიძის საიუბილეო საღამოზე გაამჟღავნა კომკავშირის ყოფილმა მდივანმა - ვიქტორ ლორთქიფანიძემ. აჭარის „გასაბჭოების“ 25 წლის თავი ყოფილა სადაც ასევე იმყოფებოდა ძველი ბოლშევიკი-სერიოჟა ქავთარაძე. ქავთარაძემ გაიხსენა, რომ ბათუმის ციხეში იმყოფებოდა და იქიდან გამოყვანილი ნოე ჟორდანიასთან წაუყვანიათ. ბათუმს საბჭოთა რუსეთის წითელი არმიისაგან დაპყრობა ემუქრებოდა. სწორედ იმ დროს ბათუმში მიმდინარეობდა ბრძოლები ქართველებსა და თურქებს შორის. სანამ წითელი არმია ბათუმამდე მოაღწევდა, მას თურქები აიღებდნენ და შემდეგ მისი დაბრუნება ძნელი იქნებოდა. ამიტომ, ნოე ჟორდანიას ქავთარაძისთვის ჯარის სათავეში ჩადგომა და თურქების შეჩერება დაუვალებია. ქავთარაძისთვის წარმოუდგენელი იყო მას ვინმე დამორჩილებოდა. ამ დროს კი მეორე ოთახიდან გამოსულა სამხედრო მინისტრი, იგივე პარმენ ჭიჭინაძე და უთქვამს, რომ ის დარჩებოდა. სწორედ ეს ყოფილა დარჩენის ნამდვილი მიზეზი და არა ბილეთების არქონა.
ოჯახი
მას დარჩა ორი შვილი, რომლებიც რეპრესირებულნი იყვნენ და სკოლაშიც არ იღებდნენ, ამიტომ ერთი პერიოდი ისინი სოფელში წავიდნენ. ერთი ვაჟი — ჭიჭინაძე გიორგი ნიკოლოზის ძე დაიღუპა მეორე მსოფლიო ომში, პირველივე შეტაკების დროს. პარმენ ჭიჭინაძის შვილების ოჯახებს არც თუ ისე კარგი ურთიერთობა ჰქონდათ ერთმანეთთან, საბოლოოდ კი კავშირი საერთოდ გაწყვიტეს. უფროსი ჭიჭინაძის გარდაცვალების შემდეგ დაიბადა მისი მესამე ქალიშვილი. ის და დედამისი თბილისში ცხოვრობდნენ.
ლიტერატურა
- „პირისპირ“: ზეპირი ისტორიები საბჭოთა ტერორზე, ტომი I, თბ., 2019, გვ. 49-59.
რესურსები ინტერნეტში
- პარმენ ჭიჭინაძე — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- საქართველოს სამხედრო ისტორია: ნიკოლოზ (პარმენ) ჭიჭინაძე. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.
სქოლიო
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted