პენინის ალპები
თარგი:მრავალმნიშვნელოვნება/დიზაინი
პენინის ალპები | |
---|---|
![]() პენინის ალპები, გრან-კომბენი | |
კოორდინატები: თარგი:Nobr | |
ქვეყანა | ![]() ![]() |
უმაღლესი წერტილი | დიუფურის პიკი |
სიმაღლე | 4634 მ |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
პენინის ალპები (იტალ. Alpi Pennine; გერმ. Walliser Alpen) — ქედების სისტემა დასავლეთ ალპებში, იტალიასა და შვეიცარიაში, მონბლანის აღმოსავლეთით. ვრცელდება დიდი სენ-ბერნარისა და სიმპლონის უღელტეხილებს შორის. ჩრდილოეთით წყდება მდინარე რონას ხეობასთან, სამხრეთით მდინარე დორა-ბალტეას სიახლოვეს. სიგრძე დაახლოებით 100 კმ. ყველაზე მაღალი მწვერვალის სიმაღლეა 4634 მ (დიუფურის პიკი). სხვა მწვერვალებიდან აღსანიშნავია: დომი (4545 მ), მატერჰორნი (4477 მ), ვაისჰორნი (4506 მ), დან-ბლანში (4356 მ), გრან-კომბენი (4314 მ), რიმპფიშჰორნი (4199 მ), ობერ-გაბელჰორნი (4063 მ), ლაგინჰორნი (4010 მ). მყინვარების უმეტესობა თავმოყრილია ჩრდილოეთ კალთებზე; აღსანიშნავია გორნერის მყინვარი.
უმთავრესად აგებულია გნაისებითა და ფიქლებით. პენინის ალპები ერთ-ერთი ყველაზე მაღალი და ძნელად მისადგომი რაიონია ალპებში. კლასიკურადაა გამოხატული მთის მყინვარული ლანდშაფტი. 2800-3000 მ-ზე დაბლა სუბალპური და ალპური მდელოებია, 2200-2300 მ ქვემოთ შემოსილია ტყით. განვითარებულია ტურიზმი, ალპინიზმი და სამთო-სათხილამური სპორტი.
-
მონტე-როზა
-
მონტე-როზა
-
მატერჰორნი
-
ნადელჰორნი
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში
- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „პენინის ალპები“ ვიკისაწყობში.
- პენინის ალპები — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)