პიერ კიური (ფრანგ. Pierre Curie; დ. 15 მაისი, 1859, პარიზი, საფრანგეთი — გ. 19 აპრილი, 1906, იქვე) — ფრანგი ფიზიკოსი, პიონერი კრისტალოგრაფიის, მაგნეტიზმის, პიეზოელექტრული მასალებისა და რადიოაქტიული დაშლის შესწავლაში. 1903 წელს მან მეუღლე მარი სკლოდოვსკა-კიურისა და ანრი ბეკერელთან ერთად ნობელის პრემია მიიღო ფიზიკის დარგში „პროფესორ ბეკერელის მიერ აღმოჩენილი რადიაციის ფენომენის შესწავლაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილის აღსანიშნად“.

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
დაბ. თარიღი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
დაბ. ადგილი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
გარდ. თარიღი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
გარდ. ადგილი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
დასაფლავებულია Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
მოქალაქეობა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ეროვნება Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
საქმიანობა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
მუშაობის ადგილი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ალმა-მატერი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
განთქმული მოსწავლეები Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
პარტნიორ(ებ)ი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
სამეცნიერო ხარისხი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
მეუღლე Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
მამა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
დედა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
შვილ(ებ)ი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ნათესავ(ებ)ი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ჯილდოები Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Script error: No such module "collapsible list".
ხელმოწერა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
საიტი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
[[:commons:Category:Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted|Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted]] ვიკისაწყობში

ბიოგრაფია

პიერ კიური დაიბადა 1859 წლის 15 მაისს პარიზში. მამამისი ეჟენ კიური იყო ექიმი, პროტესტანტი, წარმოშობით ელზასადან, დედა — კლერ დეპული, პიუტოელი ფაბრიკანტის ქალიშვილი. პიერის გონებრივი შესაძლებლობები არ იძლეოდა სკოლაში სიარულის შესაძლებლობას, რის გამოც მან დაწყებითი განათლება ოჯახში მიიღო. 14 წლის ასაკში მას აუყვანეს კერძო მასწავლებელი, რომელიც ამეცადინებდა მას ელემენტარულ და უმაღლეს მათემატიკაში, რომლის დაუფლების შემდეგაც პიერი გახდა საბუნებისმეტყველო მეცნიერების ბაკალავრი 16 წლის ასაკში.

პ. კიური ჯერ კიდევ ახალგაზრდა იყო, როცა ის გახდა ფიზიკური განყოფილების სტუდენტი. სორბონაში ის უსმენდა ლექციებს და მონაწილეობას ღებულობდა პრაქტიკულ გაკვეთილებზე. მას ასევე ჰქონდა წვდომა ფარმაცევტულ ინსტიტუტში პროფესორ ლერის ლაბორატორიაში, სადაც ის იყო ფიზიკის კათედრის ასისტენტის დამხმარე. პ. კიურიმ მიიღო ფიზიკის ლიცენციატის ხარისხი 18 წლის ასაკში. მისი მუშაობისას მან მიქცია უმაღლესი კვლევითი ინსტიტუტის ლაბორატორიის დირექტორის დეზენისა და იმავე ლაბორატორიის დირექტორის თანაშემწის მუტონის ყურადღება. 1878 წელს პ. კიური დაინიშნა დეზენის ასისტენტად პარიზის უნივერსიტეტში ბუნებისმეტყველების ფაკულტეტზე. აქ ის ხუთი წლის მანძილზე სრულად იყო დაკავებული ექსპერიმენტებით.

მისი პირველი ნაშრომი, რომელიც მან დეზენთან თანამშრომლობით შედგა იყო თერმოელექტრული ელემენტისა და ლითონის ძაფის ბადით საშუალებით სითბური ტალღების სიგრძის განსაზღვრა.

შემდგომ კიურიმ მის ძმასთან ჟაკთან ერთად დაიწყო კრისტალებთან მუშაობა. ეს უკანასკნელი კი გამოცდების ჩაბარების შემდეგ იყო სორბონის უნივერისტეტის მინეროლოგიის ლაბორატორიაში ფრიგელის ასისტენტი. ძმების ურთიერთთანამშრომლობით აღმოჩენილ იქნა პიეზოელექტრული ეფექტი.

იგივე შრომის მეორე ნაწილი, რომელის შესრულება ექსპერიმენტული თვალსაზრისით თვალსაზრისით მეტად დიდ სირთულეს წარმოადგენდა, ეძღვნებოდა დეფორმაციის ფენომენს, რომელსაც განიცდის პიეზოელექტრული კრისტალები ელექტრული ველის მოქმედების დროს. კვლევის სირთულე შედგებოდა დასაკვირვებელი დეფორმაციების მცირე სიდიდის აღნუსხვაში. დეზენმა და მუტონმა ძმებს განკარგულებაში გადასცეს ფიზიკურ ლაბორატორიის ოთახი, სადაც მათ შეეძლოთ თავიანთი დახვეწილი ექსპერიმენტების დასრულება. ამ კვლევებიდან, მათ გამოიტანეს პრაქტიკული შედეგი ახალი მოწყობილობის — პიეზოელექტრული კვარცის სახით. მოგვიანებით ამ ინსტრუმენტმა დიდი სამსახური გაუწია რადიოაქტიურობის კვლევას.

პიეზოელექტროენერგიის კვლევის დროს ძმებს კიური უნდა გამოეყენებინათ ელექტრომეტრული დანადგარები. მათ უკვე აღარ აკმაყოფილედათ იმ ეპოქაში ცნობილი კვადრატული ელექტრომეტრი, ამისათვის მათ გამოიგონეს ამ მოწყობილობის ახალი ტიპი, რომელიც უკეთ მოერგებოდა მათ მუშაობას, შემდგომში ცნობილი კიური ელექტრომეტრის სახელით.

ძმების რამოდენიმეწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობა დასრულდა. 1883 წელს ჟაკი გადავიდა მონპელიეში მინერალოგიაში პრაქტიკული სამუშაოების ხელმძღვანელად. პიერი სწორედ მაშინ დაინიშნა პრაქტიკული კვლევების დირექტორად ფიზიკის ინსტიტუტში, რომელიც ქალაქ პარიზმა დააარსა ფრიდელისა და შუტცენბერგერის დაჟინებული მოთხოვნით. კრისტალებზე ჩატარებული ექსპერიმენტებისათვის, ჟაკ და პიერ კიურის (თუმცა გაცილებით მოგვიანებით, 1895 წელს) მიენიჭათ პლანტის პრიზი.

1884 წლიდან ის სრულად გადაერთო თეორიულ ანალიზზე. მან მალევე გამოაქვეყნა სტატია კრისტალური სიმეტრიის ძირითად საკითხებზე, რომელსაც იმავე წელსვე მოყვა აღნიშნულ თემაზე უფრო ღრმა კვლევა. 1885 წელს გამოქვეყნდა მისი მეტად მნიშვნელოვანი ნაშრომი კრისტალების წარმოქმნისა და სხვადასხვა ზღვრის კაპილარული მუდმივების შესხებ.

თეორიული ანალიზის შემდეგ პ. კიური უბრუნდება ექსპერიმენტულ სამუშაოებს, რომელიც მალევე აღინიშნა ღრმა კვლევით „საგნის წონის განმსაზღვრელ ზუსტ აპერიოდულ სასწორებზე“ (1889, 1890, 1891)

1891 წლიდან პ. კიურიმ დაიწყო სხვადასხვა ტემპერატურაზე (ოთახის ტემპერატურიდან 1400°C-მდე) სხეულის მაგნიტური თვისებების კვლევა, რომელმაც საკმაოდ დიდი ხანი გასტანა. 1895 წელს აღნიშნური კვლევა საფუძვლად დაედო მის სადოქტორო დისერტაციას პარიზის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე.

1894 წელს გაიცნო სორბონის უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის პოლონელი სტუდენტი მარია სკლოდოვსკა, ხოლო 1895 წლის 26 ივნისს დაოჯახდნენ.

1906 წლის 19 აპრილს, იგი იმყოფებოდა პარიზში საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის პროფესორთა ასოციაციის სხდომაზე და ისაუბრა იმ ამოცანების შესახებ, რაც ასოციაციას შეეძლო დაეკისრა. შეხვედრის დატოვებისას დოფინის ქუჩაზე გადასვლისას მას ურემი დაეჯახა. თავის არეში მიღებული ჭრილობა მისთვის სასიკვდილო აღმოჩნდა.

ლიტერატურა

  • «Жизнь замечательных людей — Пьер и Мария Кюри», в. 5, Москва, 1959
  • Eve Curie: Madame Curie, Wien 1937, ISBN 3-596-22243-5
  • Manfred Jacobi: Pierre Curie - ein Leben für die Forschung. Physik in unserer Zeit 37(3), S. 116–121 (2006), ISSN 0031-9252

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

თარგი:ნობელის პრემია 1903 თარგი:ნობელის პრემია ფიზიკაში თარგი:ავტორიტეტული წყაროები