პნევმოკოკი
პნევმოკოკი (ლათ. Streptococcus pneumoniae) (სინ.: დეისკელბაუმის დიპლოკოკი, ფრენკელის დიპლოკოკი, Diplococcus pneumoniae, Micrococcus pneumoniae) — უძრავი ლანცეტისებრი დიპლოკოკი, რომლის სიგრძეა 0,5—1,25 მკმ.
![](https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/b/b3/Streptococcus_pneumoniae-263.jpg/300px-Streptococcus_pneumoniae-263.jpg)
იგი წარმომადგენელია Streptococcus-ის გვარისა, რომელშიც შედის გრამდადებითი, კატალიზო- და ოქსიდაზოუარყოფითი სფეროსებრი ბაქტერიები (კოკები), რომლებიც არიან ფაკულტატიური ანაერობები, რომელთა ზრდაც ძლიერდება ინკუბაციის ატმოსფეროში ნახშირორჟანგის 5—7 %-მდე გაზრდის შემთხვევაში.