პორტალი:ახალი ამბები/2010 აგვისტო 27
თარგი:პორტალი:ახალი ამბები/დამთარიღებელი
- ხანძარი თურქეთში – ცეცხლი ანტალიაში ტყის მასივს მოედო და დასახლებულ ზონაზეც გავრცელდა. ხანძრის შედეგად უკვე 30 შენობა განადგურდა. სტიქიის ზონიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. სამართალდამცველები ცეცხლის გაჩენის მიზეზებს იკვლევენ. ამ დრომდე ვერსიები არ ხმაურდება. (პირველი არხი)
- ევროპის 2011 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის „A“ დივიზიონის ბოლოს წინა მატჩში საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა გუნდმა სტუმრად, დიდი უპირატესობით სძლია პორტუგალიის ნაკრებს - 80:57. გამარჯვებულთაგან თავი გამოიჩინეს ფაჩულიამ (18 ქულა), სანიკიძემ (13), გრინმა და ცქიტიშვილმა (12-12). შეხვედრის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე იყო პორტუგალიელი მირანდა - 20 ქულა. „C“ ჯგუფის მეორე მატჩი ბულგარეთისა და ბელგიის ეროვნულ გუნდებს შორის დამთავრდა მასპინძელთა გამარჯვებით - 92:81. თავის ბოლო შესარჩევ თამაშს საქართველოს ნაკრები 29 აგვისტოს, თბილისის სპორტის სასახლეში გამართავს ბულგარეთის ეროვნულ გუნდთან. (რადიო თავისუფლება)
- დღეს საფრანგეთის მთავრობამ ქვეყნიდან გააძევა კიდევ ასობით ბოშა. ისინი, ავტობუსებით მიიყვანეს პარიზის აეროპორტში, სადაც რუმინეთისკენ მიმავალ თვითმფრინავში ჩასხეს. დღესვე ბუქარესტში ჩავიდნენ ლიონიდან გასახლებული ბოშები. სულ საფრანგეთიდან დღეს გასახლებულ იქნა 283 ბოშა, რითაც მათმა რიცხვმა წელს 8313-ს მიაღწია. შარშან საფრანგეთიდან რამდენიმე ასეულით ნაკლები ბოშა გააძევეს. (რადიო თავისუფლება)
|}