პორტალი:ახალი ამბები/2011 აგვისტო 18
თარგი:პორტალი:ახალი ამბები/დამთარიღებელი
- საქართველოში 5,5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ცენტრის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ამბროლაურიდან დასავლეთით 13 კილომეტრში მდებარეობდა. სხვადასხვა სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე იგრძნობოდა. (რადიო თავისუფლება)
- ავღანეთში, ჰერატის პროვინციაში მომხდარი ორი მიკროავტობუსის აფეთქების შედეგად 22 ადამიანი დაიღუპა და ათობით მძიმედ დაშავდა. დაჭრილები საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ადგილზე გამოძიება მიმდინარეობს. (1 არხი)
- დღეს ჯგუფ The Beatles-ის დაარსებიდან 50 წელი სრულდება. 1961 წლის 18 აგვისტოს გერმანიის ქალაქ ჰამბურგში გაიმართა The Beatles-ის პირველი კონცერტი. სწორედ ეს დღე ითვლება ჯგუფის დააარსების თარიღად. (GHN ახალი ამბების სააგენტო)
- ესპანეთის თასის გათამაშება „ბარსელონას“ გამარჯვებით დასრულდა. ჟოზეპ გვარდიოლას გუნდმა ნოუ კამპზე „რეალ მადრიდი“, ორი შეხვედრის ჯამში, 5:4 დაამარცხა და მიმდინარე სეზონში პირველი ტიტულის მფლობელი გახდა. კატალონიის „ბარსელონამ“ ამ გამარჯვებით სუპერთასი მეათედ მოიპოვა. (1 არხი)
|}