პორტალი:გაერო/რეგიონი

ჰაიტის რესპუბლიკა (კრეოლ. Repiblik d Ayiti) -- კუნძულ ჰაიტის (ასევე ისპანიოლა) დასავლეთ მესამედზე მდებარე ქვეყანაა, რომელსაც ასევე რამდენიმე მცირე კუნძული აქვს - ლა გონავი, ლა ტორტიუ, ლე კაიემიტი და ილ-ა-ვაში კარიბის ზღვაში, კუბის აღმოსავლეთით; კუნძულს ჰაიტი დომინიკელთა რესპუბლიკასთან იყოფს. ქვეყნის საერთო ფართობია 27.750 კვ. კმ. დედაქალაქი პორტ-ო-პრენსი მდებარეობს მთავარ კუნძულზე გონავის ყურის სამხრეთ აღმოსავლეთით.

ჰაიტის რესპუბლიკა
ჰაიტის რესპუბლიკა
ჰაიტის რესპუბლიკა
ჰაიტის რესპუბლიკა

ყოფილი საფრანგეთის კოლონია, ჰაიტი პირველი შავკანიანთა რესპუბლიკა იყო და ერთადერთი ერი, რომელიც მონათა წარმატებული ამბოხის შედეგად ჩამოყალიბდა. 1804 წლის 1 იანვარს დამოუკიდებლობის გამოცხადებით ჰაიტი მეორე არამშობლიური ქვეყანა გახდა ამერიკის კონტინენტებზე, აშშ-ის შემდეგ. ამჟამად, მიუხედავად არსებობის ხანგრძლივობისა, ის დასავლეთ ნახევასფეროში უღარიბესი ქვეყანაა. (წაიკითხეთ მეტი ჰაიტის შესახებ...)