პორტალი:ფეხბურთი/ბიოგრაფია

ჰაკიმ ზიეში (არაბ. حكيم زياش; დ. 19 მარტი, 1993, დრონტენი, ნიდერლანდები) — მაროკოელი ფეხბურთელი. ლონდონის „ჩელსისა“ და მაროკოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი. შეუძლია ითამაშობს შემტევი ნახევარმცველისა და გარემარბის პოზიციებზე. უკეთესად თამაშობს მარცხენა ფეხით.

ფაილი:حكيم زياش.jpg
ჰაკიმ ზიეში

ზიეში გამორჩეულია თავისი დრიბლინგით, გრძელი პასებითი, ტექნიკითა და ჯარიმების შესრულების ალღოთი. 2018-2019 წლების სეზონში მოხვდა უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის სეზონის 20 საუკეთესო ფეხბურთელს შორის. 2019 წელს „The Guardian“-მა შეიყვანა „მსოფლიოს მოქმედ 100 საუკეთესო ფეხბურთელს“ შორის, ზიეშმა 29-ე ადგილი დაიკავა.

ზიეშს შეეძლო ეთამაშა როგორც მაროკოს, ისე ნიდერლანდების ნაკრებში. 2015 წელს შედგა მისი დებიუტი მაროკოს ნაკრებში. მონაწილეობა მიიღო 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატსა და 2019 წლის აფრიკის თასზე.