პორტალი:ძველი რომი/იცოდით, რომ/2
- ...გემის აბორდაჟით აღება ძველმა რომაელმა სამხედროებმა მოიგონეს პირველი პუნიკური ომის დროს, რათა კართაგენელებთან ზღვაზე ხელჩართული ბრძოლა შესძლებოდათ...
- ...რომის მონტეჩიტორიოს მოედანზე ძვ. წ. 10 წელს აღმართული ობელისკი (სურათზე) უზარმაზარი მზის საათის გნომონის დანიშნულებას ასრულებდა, თუმცა ზუსტი დროის აღრიცხვა 30 წელიწადში შეწყვიტა...
- ...რომაული გზების სიგრძე დაახ. 85 ათას კილომეტრს შეადგენდა...
- ...ჰანიბალი ჯერ კიდევ 9 წლის ბავშვი იყო, როდესაც დაიფიცა, რომ იგი რომის დაუძინარი მტერი იქნებოდა...
- ...ტიტუს ლივიუსის "რომის ისტორია ქალაქის დაარსებიდან" 142 წიგნიდან ჩვენამდე მხოლოდ 35 წიგნმა მოაღწია...
- ...რომის ლეგენდარულ პირველ მეფესაც და უკანასკნელ იმპერატორსაც რომულუსი ერქვა...
- ... მზის სისტემის მოწყობის ჰელიოცენტრული თეორია ჯერ კიდევ ბერძენმა ფილოსოფოსმა არისტარქემ ჩამოაყალიბა ძვ. წ. 270 წელს, ნიკოლოზ კოპერნიკამდე 1800 წლით ადრე, ხოლო პლუტარქე ამ თეორიის ცოდნას რომის მეორე მეფეს ნუმა პომპილიუსს მიაწერს, რომელიც ძვ. წ. VIII-VII საუკუნეების მიჯნაზე მოღვაწეობდა...