რეზედა
რეზედა (ლათ. Reseda) — ბალახოვან მცენარეთა გვარი რეზედასებრთა ოჯახისა. 60-მდე სახეობა გავრცელებულია ევროპის ხმელთაშუაზღვისპირეთიდან ცენტრალურ აზიამდე და ინდოეთამდე. საქართველოში გვხვდება 3, მათ შორის 1 კავკასიის ენდემია.[1]
ხარობს მშრალსა და ქვიან ფერდობებზე, ხშირად კირქვიანებზე, ზოგიერთი — ნათესებში სარეველადაც. ყანის რეზედას (Reseda lutea) მიწისზედა ნაწილები შეიცავს ყვითელ საღებავს. ბაღის რეზედა (Reseda odorata) მოშენებულია დეკორატიულ მცენარედ;[1] არომატული ყვავილები შეკრებილია თავთავისებრ მწვანე, მომწვანო-მოყვითალო და მოწითალო ყვავილედში; ამრავლებენ თესლით, რომელიც მარტის ბოლოს ითესება სათბურში ან კვალსათბურში (ჩითილის გადარგვა ხდება ივნისში ან მაისში, ღია გრუნტში); ყვავის ივნისიდან სექტემბრამდე; გამოიყენება ყვავილნარებსა და ბორდიურებში, საკრეჭად.[2] ყველა თაფლოვანი მცენარეა.[1]
საქართველოში გავრცელებული სახეობები:[3]
სქოლიო
- ↑ 1.0 1.1 1.2 რეზედა // ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1984. — გვ. 337.
- ↑ თარგი:რუსული წიგნი
- ↑ დავლიანიძე მ., ღვინიაშვილი ც., მუყბანიანი მ. და სხვ., საქართველოს ფლორის ნომენკლატურული ნუსხა, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში: „უნივერსალი“, 2018. — გვ. 221, ISBN 978-9941-26-391-0Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted.
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted