როდნა
როდნა (რუმ. Munții Rodnei) — მთის მასივი კარპატებში. აღმოსავლეთი კარპატების უმაღლესი ნაწილი. ვრცელდება რუმინეთის ჩრდილოეთით, უკრაინის სახელმწიფო საზღვართან. დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ გადაჭიმულია დაახლოებით 50 კმ-ზე. უმაღლესი მწვერვალის სიმაღლეა 2305 მ (მთა პიეტროსი). აგებულია გრანიტებითა და კრისტალური ქანებით, დასავლეთი ნაწილი — ფლიშით. თხემური ნაწილი ატარებს ძველი გამყინვარების კვალს. მთებში გავრცელებულია პირიტის საბადოები, აგრეთვე მოიპოვება მინერალური წყაროები. ფერდობები, ზღვის დონიდან 1500 მ-მდე შემოსილია წიფელითა და წიწვოვანი ტყით; უფრო მაღლა არის მდელოები და ბუჩქნარები. ზაფხულში, ალპური მდელოები გამოყენებულია საძოვრებად. უფრო ქვემოთ ხდება ხე-ტყის დამზადება. მასივის გარკვეული ნაწილი უკავია ეროვნულ პარკსა და ბიოსფერულ რეზერვატს. განვითარებულია ტურიზმი.
როდნა | |
---|---|
მთა პიეტროსი | |
კოორდინატები: თარგი:Nobr | |
ქვეყანა | რუმინეთი |
უმაღლესი წერტილი | პიეტროსი |
სიმაღლე | 2305 მ |
სიგრძე | 50 კმ |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
რესურსები ინტერნეტში
- როდნა — სტატია დიდი საბჭოთა ენციკლოპედიიდან (რუსული)