როლანდ თოფჩიშვილი
როლანდ თოფჩიშვილი (დ. 25 აპრილი, 1949, სოფელი დიღომი) — ქართველი ეთნოლოგი, ისტორიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
---|---|
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
დაბ. თარიღი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
დაბ. ადგილი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
გარდ. თარიღი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
გარდ. ადგილი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
დასაფლავებულია | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
მოქალაქეობა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ეროვნება | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
საქმიანობა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
მუშაობის ადგილი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ალმა-მატერი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
განთქმული მოსწავლეები | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
პარტნიორ(ებ)ი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
სამეცნიერო ხარისხი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
მეუღლე | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
მამა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
დედა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
შვილ(ებ)ი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ნათესავ(ებ)ი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ჯილდოები | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
Script error: No such module "collapsible list". | |
ხელმოწერა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
საიტი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
[[:commons:Category:Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted|Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted]] ვიკისაწყობში |
ბიოგრაფია
1972 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი.
1993 წლიდან იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის კავკასიის ეთნოლოგიის განყოფილების გამგე, ამავე ინსტიტუტში 2006 წლიდან ხელმძღვანელობს კავკასიის ეთნოლოგიის განყოფილებას; პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში; 2006 წლიდან არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ხელმძღვანელობს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ეთნოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტს.
იკვლევს საქართველოსა და კავკასიის ეთნოლოგიის კარდინალურ პრობლემებს. მისი სამეცნიერო ინტერესების სფეროა: საქართველოს მოსახლეობის შიდა მიგრაციული პროცესები; საქართველოს მოსახლეობის ისტორიული დემოგრაფია: უცხო ეთნიკურ ერთეულთა საქართველოში დასახლებისა და ქართველებთან მათი ურთიერთობის პრობლემები; ოსთა საქართველოში მიგრაცია და ქართულ-ოსური კულტურულ-ისტორიული ურთიერთობის საკითხები; ქართული გვარსახელების ისტორიულ-ეთნოლოგიური ასპექტები; ქართველთა რელიგიურ-კონფესიური ჯგუფები; ქართველთა ეთნიკური ისტორია; ქართველთა ისტორიულ-ეთნოგრაფიული ჯგუფები; კავკასიის ეთნოლოგია; ეთნოსის თეორია; თეორიული ეთნოლოგია; თურქეთში მცხოვრებ ქართველთა ყოფა და კულტურა.
1981 წ. დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია „აღმოსავლეთ საქართველოს მთის მოსახლეობის მიგრაციის კულტურულ-ისტორიული საკითხები (ფშავისა და ხევსურეთის მაგალითზე)“, 1993 წლის 27 აპრილს — სადოქტორო დისერტაცია „საქართველოს მთის მოსახლეობის ეთნოისტორიული პროცესები“.
არის გელათის მეცნიერებათა აკადემიის წევრი. 1998 წელს მიიღო გამომცემლობა „ლომისის“ პრემია, ხოლო 2019 წელს — ლიტერატურული პრემია „საგურამო“.
არის 266-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.
ნაშრომები (არასრული სია)
- ფშაველთა შირაქში ჩასახლების ისტორიულ-ეთნოგრაფიული ასპექტები
- ქართველ მთიელთა ბარში გადასახლების ერთი ფაქტის შესახებ
- ქართველ მთიელთა ბარში ჩასახლების ორი ფორმის შესახებ
- ტრადიცია — თაობათა მონაპოვარი
- რელიგიის როლი ერების ჩამოყალიბებაში, „ქუთაისური საუბრები“. VII. ქუთაისი. 2000
- ეთნოლოგიური თბილისი. თბ. უნივერსალი. 2017.
- აღმოსავლეთ საქართველოს მთიელთა მიგრაცია XVII–XX სს-ში
- ხევსურული გვარები (ზოგიერთი ეთნოისტორიული და სოციალური საკითხი)
- ისტორიის შეგნებული გაყალბება, თუ…
- ზოგიერთი ქართული გვარის ისტორიიდან
- სად წავიდა ჯავახეთის ქართული მოსახლეობა (ჯავახეთის მოსახლეობის მიგრაცია XVII–XIX სს.). თბ. 2000.
- ქართული ანთროპონიმული მოდელის შესახებ
- ლეჩხუმური გვარსახელები (დასავლეთ საქართველოს ეთნიკური ისტორიიდან)
- საქართველოში ოსთა ჩამოსახლებისა და შიდა ქართლის ეთნოისტორიის საკითხები. თბ. „ლომისი“ 1997.
- როდის წარმოიქმნა ქართული გვარ-სახელები. თბილისი. 1997
- მოხევური გვარ-სახელები
- რელიგიის როლი ერების ჩამოყალიბებაში
- საქართველოს ისტორიული დემოგრაფიისათვის
- ეთნიკური სიჭრელისა და მრავალენიანობის მიზეზების შესახებ დაღესტანში
ჯილდოები
- 2019 — ლიტერატურული პრემია „საგურამო“, ჰუმანიტარული მეცნიერება
- 1998 — გამომცემლობა „ლომისის“ პრემია