რუნული წარწერები აია-სოფიას ტაძარში
რუნული წარწერები აია-სოფიას ტაძარში — სკანდინავიური რუნებით განხორციელებული წარწერები სტამბოლში, აია-სოფიას ტაძრის მარმარილოს პარაპეტებზე. როგორც ჩანს, ისინი შუა საუკუნეებში ხანგრძლივი ღვთისმსახურების დროს ამოტვიფრეს ბიზანტიის იმპერატორის ვარიაგთა დაცვის მეომრებმა.
![](https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/4/4a/Aya_sofya.jpg/200px-Aya_sofya.jpg)
ჰალფდანის წარწერა
რუნული წარწერებიდან პირველი აღმოაჩინეს 1964 წელს სამხრეთ გალერეის ზედა სართულის პარაპეტზე.[1] წარწერა იმდენად წაშლილიყო, რომ მხოლოდ ძველნორვეგიული სახელის ფრაგმენტის, „(-)alftan-ის“, ამოკითხვაღა შეიძლებოდა. წარწერის დარჩენილი ნაწილის წაკითხვა შეუძლებელია, თუმცა ვარაუდობენ, რომ წარწერა წარმოადგენდა გავრცელებულ ფორმულას „ამა და ამან ამოჰკვეთა ეს რუნები“.[2]
რესურსები ინტერნეტში
- James E. Knirk, Runer i Hagia Sofia i Istanbul, Nytt om runer 14 (1999), 26-27[მკვდარი ბმული]
- Relics Of The Varangians — Grafitti in Hagia Sophia Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted (სურათებითურთ)
სქოლიო
- ↑ Svärdström, Elisabeth, Runorna i Hagia Sofia // Fornvännen, 1970, № 65, გვ. 247—249.
- ↑ Knirk, James E., Runer i Hagia Sofia i Istanbul // Nytt om runer, 1999, № 14, გვ. 26—27.
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted