სათამაშოების ისტორია 2
„სათამაშოების ისტორია 2“ (ინგლ. Toy Story 2) — 1999 წლის ამერიკული კომპიუტერული ანიმაციური ფილმი. ის არის Pixar-ის მესამე სრულმეტრაჟიანი ფილმი და 1995 წლის „სათამაშოების ისტორიის“ გაგრძელება, ამავე სახელწოდების ფრენჩაიზიდან. ფილმი მოგვითხრობს სულიერი სათამაშოების შესახებ, რომლებიც ადამიანებსს თავს უსულო საგნებად აჩვენებენ. ფილმში თითქმის სრულად არიან შენარჩუნებული პირველი სერიის გმირები. მთავარ პერსონაჟებს კვლავინდებურად ტომ ჰენქსი და ტიმ ალენი ახმოვანებენ. სურათის რეჟისორები არიან Pixar-ის შემოქმედებითი ჯგუფი, რომელშიც შედიან ჯონ ლასეტერი, ლი უნკრიხი და ეშ ბრენონი. მისი პრემიერა გაიმართა 1999 წლის 19 ნოემბერს აშშ-ში.[2] „სათამაშოების ისტორია 2“-ის დისტრიბუტორები არიან Walt Disney Pictures და Buena Vista Distribution. 2009 წლის 2 ოქტომბერს „სათამაშოების ისტორია 3“-ის გამოსვლამდე პირველი ორი სერია თავიდან გამოუშვეს Disney Digital 3-D ფორმატში.[3]
„სათამაშოების ისტორია 2 Toy Story 2“ | |
---|---|
ფაილი:Toy Story 2 Poster.jpg | |
რეჟისორი |
ჯონ ლასეტერი ლი უნკრიხი ეშ ბრენონი |
პროდიუსერი |
კარენ რობერტ ჯექსონი ჰელენ პლოტკინი |
ნაწარმოები |
ჯონ ლასეტერი პიტ დოქტერი ეშ ბრენონი ენდრუ სტენტონი |
კომპოზიტორი | რენდი ნიუმენი |
მონტაჟი |
ედი ბლაიმენი დევიდ იან სალტერი ლი უნკრიხი |
სტუდია | Pixar Animation Studios |
დისტრიბუტორი |
Walt Disney Pictures Buena Vista Distribution |
პრემიერა | 19 ნოემბერი, 1999 |
ხანგრძლივობა | 92 წთ |
ქვეყანა | დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ |
ენა | ინგლისური |
ბიუჯეტი | $90 მილიონი[1] |
შემოსავალი | $485,015,179 [1] |
წინა | სათამაშოების ისტორია |
შემდეგი | სათამაშოების ისტორია 3 |
საიტი | http://www.pixar.com/ |
გამოსვლის შემდეგ „სათამაშოების ისტორია 2“-მა ისეთივე წარმატებას მიაღწია, როგორც მისმა წინამორბედმა. Rotten Tomatoes-ის მიხედვით კინოკრიტიკოსთა 100% ფილმს დადებითად აფასებს.[4] არანაკლებ წარმატებული გამოდგა ის კინოგაქირავებაში, სადაც მისმა შემოსავალმა $485 მილიონი შეადგინა.[1]
სქოლიო
- ↑ 1.0 1.1 1.2 Toy Story 2 (1999) – Box Office Mojo. Box Office Mojo. Internet Movie Database. ციტირების თარიღი: April 22, 2010.
- ↑ Variety: Digital Editions. Variety.com. ციტირების თარიღი: 2010-07-17.
- ↑ Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- ↑ Toy Story 2 (1999) – Rotten Tomatoes. Rotten Tomatoes. ციტირების თარიღი: January 18, 2011.
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted