საკმელა (ლათ. Cistus) — მცენარეთა გვარი საკმელასებრთა ოჯახისა. ბუჩქებია, სიმაღლე 2 მ-მდე აღწევს. ქეჩისებრ შებუსვილია ვარსკვლავისებრი და ჯირკვლოვანი ბეწვებით. საკმელა ხმელთაშუაზღვისპირეთის მაკვისის დამახასიათებელი მცენარეა.

საკმელა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
კლასი:  ორლებნიანნი
ოჯახი:  საკმელასებრნი
გვარი:  საკმელა
ლათინური სახელი
Cistus
დაცვის სტატუსი
<templatestyles src="თარგი:Comment/styles.css" /><span class="ts-comment-commentedText" title="Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted">სტატუსი არ არის მითითებული
ძიება IUCN-ის ვებ-გვერდზე: ???

საქართველოში 2 სახეობა იზრდება. მათგან პონტური საკმელას (Cistus creticus) მოვარდისფრო ყვავილი აქვს. გავრცელებულია შავი ზღვის სანაპიროზე ფიჭვნარში და კირქვიან კლდოვან ფერდობებზე, აფხაზეთსა (ბიჭვინთა) და აჭარაში (ჭოროხზე).

იგი შეტანილია საქართველოს „წითელ წიგნში“.[1] მეორე სახეობას — სალბფოთოლა საკმელას (Cistus salvifolius) მოთეთრო-მოყვითალო ყვავილი აქვს. გავრცელებულია აფხაზეთში, აჭარასა და იმერეთში. ორივე სახეობა დეკორატიული და თაფლოვანია. იყენებენ ხალხურ მედიცინაში.

ლიტერატურა

სქოლიო

  1. Georgian Biodiversity Database. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-01-25. ციტირების თარიღი: 2016-01-16.

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

მოძიებულია „https://wiki.ge/w/index.php?title=საკმელა&oldid=86473“-დან