სან-მიგელი (ვულკანი)
სან-მიგელი (ესპ. San Miguel) — მოქმედი ვულკანი სალვადორის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სან-მიგელის დეპარტამენტში. წარმოადგენს ცენტრალური ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ ვულკანს. სიმაღლე 2130 მ. სალვადორის ვულკანებს შორის სიმაღლით მესამეა. მთავარი კრატერის გარსშემოწერილობა დაახლოებით 3 კილომეტრია, სიღრმე 150 მეტრი. კალთებზე ბევრი თანაკონუსი და ფუმაროლია. აგებულია ანდეზიტ-ბაზალტებით. მნიშვნელოვანი ამოფრქვევა დაფიქსირდა 1787 წელს. უკანასკნელი ამოფრქვევები შეინიშნებოდა 1976 და 2022 წლებში. სეისმური აქტივობა აღინიშნა აგრეთვე 2006 წელს.[1] ვულკან სან-მიგელს უწოდებენ ასევე ჩაპარასტიკუეს.
სან-მიგელი | |
---|---|
სან-მიგელი | |
კოორდინატები: თარგი:Nobr | |
ქვეყანა | ესკიზის შექმნის შეცდომა: სალვადორი |
ტერიტორიული ერთეული | სან-მიგელის დეპარტამენტი |
სიმაღლე | 2130 მ |
ტიპი | სტრატოვულკანი |
ბოლო ამოფრქვევა | 16 ნოემბერი, 2022 |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
რესურსები ინტერნეტში
- Global Volcanism Program Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
სქოლიო
- ↑ El Diario de Hoy, 11 de octubre de 2006, Volcán de San Miguel aumenta su actividad
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted