საფოსტო ინდექსი
საფოსტო ინდექსი — ასოების ან ციფრების თანმიმდევრობა, რომელიც ემატება საფოსტო მისამართს კორესპონდენციის სორტირების, მათ შორის ავტომატურის, გამარტივების მიზნით. ამჟამად ეროვნული საფოსტო სამსახურების უმეტესობა საფოსტო ინდექსებს იყენებს.
გამოყენება
სხვადასხვა ქვეყნების საფოსტო სამსახურები ძირითადად იყენებენ საფოსტო ინდექსის გაფორმებისა და განთავსების სხვადასხვა წესებს.
ინგლისურენოვანი ქვეყნების უმეტესობაში საფოსტო ინდექსი დასახლებული პუნქტის სახელწოდების შემდეგ იწერება, ხოლო ევროპაში საფოსტო ინდექსი, ძირითადად, წინ უძღვის დასახლებული პუნქტის სახელწოდებას და ზოგჯერ შეიცავს ქვეყნის ანბანურ კოდს. ამგვარად, მაგალითად, ევროპის კავშირის ქვეყნებში იწერება ერთ-ორასოიანი კოდი (მთავრული ასოებით) :
D-80331 München — გერმანია
A-1010 Wien — ავსტრია
მიუხედავად იმისა, რომ, როგორც წესი, საფოსტო ინდექსი კონკრეტულ გეოგრაფიულ რეგიონს ენიჭება, არსებობს გამონაკლისებიც. მაგალითად, საფოსტო ინდექსი შეიძლება მიენიჭოს ისეთ ორგანიზაციებს, რომლებსაც კორესპოდენციების დიდი რაოდენობა აქვს (სამთავრობო ორგანიზაციებს, მსხვილ კომპანიებს და ა.შ.).
რესურსები ინტერნეტში
- http://www.dmoz.org/Reference/Directories/Address_and_Phone_Numbers/Postal_Codes/ Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- Universal Postal Union
- AddressingLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- PostcodesLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- Reference on World Postcodes
- Canadian Postal Code Lookup web page from Canada Post
- Links to pages on the web with information about postal codes
- Links to postal service web pages