საქართველოს პოლიტიკური კრიზისი (2007)

საქართველოს პოლიტიკური კრიზისი 2007 წლის ნოემბერში განპირობებული იყო რიგი მოვლენებით, რომლებიც 3 ნოემბერს დაწყებულ სახალხო საპროტესტო აქციას უძღოდა წინ. აქცია დასრულდა პოლიციის მიერ მის მონაწილეთა დაშლით ცრემლსადენი აირის, ხელკეტების, რეზინის ტყვიების, აკუსტიკური თოფებისა და წყლის ჭავლის გამოყენებითა და ქვეყენაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებით. კრიზისის საპასუხოდ პრეზიდენტმა სააკაშვილმა ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები და რეფერენდუმი გამოაცხადა, რომელიც 2008 წლის იანვარში ჩატარდა.

ფაილი:Tbilisi Protests 021107 (aerial).jpg
საპროტესტო აქცია პარლამენტის წინ 2 ნოემბერს.
ფაილი:Tbilisi Protests 071107.jpg
აქციის დასაშლელად 7 ნოემბერს პოლიციამ ცრემლსადენი აირი და წყლის ჭავლი გამოიყენა. (ვარდების რევოლუციის მოედანი)

მოვლენების ქრონოლოგია

ძირითადი მოვლენები, რომლებმაც პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია:

  • 27 სექტემბერი: ირაკლი ოქრუაშვილი თავდაცვის მინისტრობის დროს ფულის გამოძალვის, ფულის გათეთრების, ძალაუფლების ბოროტად გამოყენების და სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდებით დააპატიმრეს.[3]
  • 28 სექტემბერი: პარლამენტის წინ ოქრუაშვილის გათავისუფლების, ვადამდელი არჩევნების და საპრეზიდენტო მმართველობის გაუქმების მოთხოვნით ათასობით ადამიანი შეიკრიბა.[4][5]
  • 8 ოქტომბერი: ოქრუაშვილმა უარყო სააკაშვილის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებები და განაცხადა, რომ მისი ბრალდებები „პოლიტიკური დივიდენდების მიღებას“ ისახავდა მიზნად მისთვის და ბადრი პატარკაციშვილისთვის. გავრცელებულ ვიდეოჩანაწერში ოქრუაშვილმა ასევე აღიარა დანაშაული ფულის გამოძალვასა და სამსახურეობრივ გულგრილობაში. მოგვიანებით, 10 მილიონი ლარის ოდენობის გირაოს გადახდის შემდეგ ის გაათავისუფლეს. თუმცა, გაურკვეველია, ვინ გადაიხადა გირაო.[7]
  • 10 ოქტომბერი: ბიზნესმენმა ბადრი პატარკაციშვილმა, რომელიც მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის დაპირისპირებაში ჩაერთო მას შემდეგ, რაც ოქრუაშვილმა უარყო თავისი განცხადებები, განაცხადა, რომ ქვეყანაში არსებულმა „რთულმა სიტუაციამ“ შესაძლოა აიძულოს ის პოლიტიკაში მოვიდეს.[8]
  • 11 ოქტომბერი: ოქრუაშვილის მხარდამჭერებმა განაცხადეს, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი პოლიტიკიდან მიდის.[9]
  • 17 ოქტომბერი: ათმა ოპოზიციურმა პარტიამ, რომელიც ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით ერთობლივ კამპანიას აწარმოებს, თავისი პრიორიტეტები გაახმოვანეს 12-პუნქტიან მანიფესტში. იმავე დღეს კოალიციამ ოთხი მთავარი მოთხოვნა გაახმოვანა.[10][11]
  • 19 ოქტომბერი: ქუთაისში ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ აქციაზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა. აქცია ოპოზიციის კამპანიის ფარგლებში გაიმართა, რომელიც 2 ნოემბერს თბილისში დაგეგმილ მასობრივ საპროტესტო აქციას წინ უძღვის.
  • 22 ოქტომბერი: ათი პარტიისგან შემდგარი კოალიცია პერმანენტული აქციების შესახებ განცხადებას აკეთებს.[12]
  • 23 ოქტომბერი: რამდენიმე ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა ბათუმში ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ აქციაში.[13]
  • 28 ოქტომბერი:
    • ბიზნესმენმა ბადრი პატარკაციშვილმა განაცხადა, რომ იგი ოპოზიციას დააფინანსებს, რათა მათ „ცივილიზებული გზით“ გამართონ აქციები.[15]
    • ზუგდიდში ოპოზიციის მიერ გამართული საპროტესტო აქციის შემდეგ მმართველი პარტიის მხარდამჭერები თავს დაესხნენ და სცემეს ორი ოპოზიციონერი დეპუტატი და რამდენიმე აქტივისტი.[16][17]
ფაილი:Tbilisi riot 2007 clash.jpg
პოლიცია ხელკეტებით სცემს მომიტინგეს.
  • 1 ნოემბერი: რეგიონებიდან ათასობით ადამიანი ჩამოვიდა საპროტესტო აქციაში მონაწილეობის მისაღებად.[19]
  • 2 ნოემბერი: ათიათასობით ადამიანი შეიკრიბა პარლამენტის წინ ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ აქციაზე. მოგვიანებით იმავე დღეს ოპოზიციის ლიდერები პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძეს შეხვდნენ. ბურჯანაძემ განაცხადა, რომ ხელისუფლება არჩევნების დღესთან დაკავშირებით კომპრომისზე წასვლას არ აპირებს.[20]
  • 3 ნოემბერი: ათასობით ადამიანმა საპროტესტო აქცია განაახლა. ოპოზიციამ განაცხადა, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის გადადგომა მათი მთავარი მოთხოვნა იყო.[21]
  • 7 ნოემბერი:
    • პოლიციამ აქციის დასაშლელად პარლამენტის წინ ცრემლსადენი აირი, ხელკეტები, რეზინის ტყვიები, აკუსტიკური თოფები და წყლის ჭავლი გამოიყენა.[22]
    • ნიღბიანმა პირებმა ტელეკომპანიების „იმედისა“ და „კავკასიას“ სტუდიები დაარბიეს, რის გამოც ამ ტელეკომპანიების მაუწყებლობა გამოირთო.[23]
    • პრეზიდენტმა სააკაშვილმა თბილისში საგანგებო ვითარება გამოაცხადა.[24]
  • 8 ნოემბერი:
    • საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, ორმა ტელევიზიამ მაუწყებლობა შეწყვიტა.[25]
    • დილით, 11 საათისთვის, ბათუმის უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე სპეცრაზმმა სტუდენტური აქცია დაშალა.[26]
    • საქართველოს მიერ სამი რუსი დიპლომატის გაძევებას რუსეთმა ასევე სამი ქართველი დიპლომატის გაძევებით უპასუხა.[27]
    • პრეზიდენტმა სააკაშვილმა 2008 წლის იანვარში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები და რეფერენდუმი დანიშნა.[28]

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი კორუფციის მოტივით დააპატიმრეს. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted სივილ ჯორჯია. 25 სექტემბერი, 2007.
  2. ოქრუაშვილი ყოფილ მოკავშირეებზე იერიშს განაგრძობს. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted სივილ ჯორჯია. 26 სექტემბერი, 2007.
  3. ოქრუაშვილი დააპატიმრეს. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted სივილ ჯორჯია. 27 სექტემბერი, 2007.
  4. ოპოზიცია ”საარჩევნო რევოლუციის” შესახებ აფრთხილებს. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted სივილ ჯორჯია. 29 სექტემბერი, 2007.
  5. ოპოზიცია საპროტესტო აქციების გაგრძელებას გეგმავს. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted სივილ ჯორჯია. 28 სექტემბერი, 2007.
  6. სააკაშვილი: ოქრუაშვილის ბრალდება სიცრუეა. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted სივილ ჯორჯია. 29 სექტემბერი, 2007.
  7. ოქრუაშვილი დანაშაულს აღიარებს და სააკაშვილის წინააღმდეგ ბრალდებებს უარყოფს. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted სივილ ჯორჯია. 8 ოქტომბერი, 2007.
  8. პატარკაციშვილი პოლიტიკაში წასვლას არ გამორიცხავს. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted სივილ ჯორჯია. 10 ოქტომბერი, 2007.
  9. ოქრუაშვილი ’ამ ეტაპზე’ პოლიტიკას ჩამოცილდება. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted სივილ ჯორჯია. 11 ოქტომბერი, 2007.
  10. ოპოზიციამ პოლიტიკური პრიორიტეტები წარმოადგინა. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted სივილ ჯორჯია. 17 ოქტომბერი, 2007.
  11. გაერთიანებული ოპოზიცია სააკაშვილსა და ბურჯანაძეს 4 მოთხოვნით მიმართავს. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted სივილ ჯორჯია. 17 ოქტომბერი, 2007.
  12. ოპოზიცია რეგულარული საპროტესტო აქციების გამართვას გეგმავს. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted სივილ ჯორჯია. 22 ოქტომბერი, 2007.
  13. ბათუმში ოპოზიციამ ხალხმრავალი აქცია გამართა. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted სივილ ჯორჯია. 24 ოქტომბერი, 2007.
  14. ოპოზიცია ”ზომიერ” კამპანიას ახორციელებს. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted სივილ ჯორჯია. 26 ოქტომბერი, 2007.
  15. პატარკაციშვილი ოპოზიციის საპროტესტო კამპანიას დააფინანსებს. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted სივილ ჯორჯია. 29 ოქტომბერი, 2007.
  16. სუბარი ხელისუფლებას ”საპროტესტო აქციებისადმი შეუწყნარებლობის” გამო აკრიტიკებს. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted სივილ ჯორჯია. 29 ოქტომბერი, 2007.
  17. ოპოზიცია ზუგდიდის დარბევაში მონაწილეთა ადეკვატურ დასჯას ითხოვს. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted სივილ ჯორჯია. 30 ოქტომბერი, 2007.
  18. არჩევნების თარიღზე კომპრომისი გამორიცხულია. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted სივილ ჯორჯია. 1 ნოემბერი, 2007.
  19. საპროტესტო აქციის მონაწილეები თბილისში რეგიონებიდან ჩამოვიდნენ. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted სივილ ჯორჯია. 2 ნოემბერი, 2007.
  20. საპროტესტო აქციის ფონზე ხელისუფლება კომპრომისზე წასვლას არ აპირებს. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted სივილ ჯორჯია. 2 ნოემბერი, 2007.
  21. ოპოზიცია სააკაშვილის გადადგომას ითხოვს. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted სივილ ჯორჯია. 3 ნოემბერი, 2007.
  22. სპეცდანიშნულების რაზმმა საპროტესტო აქცია დაშალა. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted სივილ ჯორჯია. 7 ნოემბერი, 2007.
  23. ტელეკომპანია ”კავკასია” გაითიშა. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted სივილ ჯორჯია. 7 ნოემბერი, 2007.
  24. თბილისში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადდა, ორმა ტელევიზიამ მაუწყებლობა შეწყვიტა. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted სივილ ჯორჯია. 7 ნოემბერი, 2007.
  25. საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადდა, ორმა ტელევიზიამ მაუწყებლობა შეწყვიტა. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted სივილ ჯორჯია. 8 ნოემბერი, 2007.
  26. გავრცელებული ინფორმაციით, ბათუმში სტუდენტური აქცია დაშალეს. სივილ ჯორჯია, თბილისი / 8 ნოე.'07 / 13:49
  27. საქართველო სამი რუსი დიპლომატის გაძევებას გეგმავს. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted სივილ ჯორჯია. 8 ნოემბერი, 2007.
  28. საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდეს 5 იანვარს - სააკაშვილი. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted სივილ ჯორჯია. 8 ნოემბერი, 2007.

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

თარგი:მიხეილ სააკაშვილი