საქართველოს სსრ პედაგოგიური საზოგადოება
საქართველოს სსრ პედაგოგიური საზოგადოება — საქართველოს სსრ მასწავლებელთა, პედაგოგიკისა და სახალხო განათლების დარგის მეცნიერ და პრაქტიკოს მუშაკთა ნებაყოფლობითი ორგანიზაცია, რომელიც შეიქმნა 1961 წელს თბილისში. საზოგადოება ატარებდა ყრილობებს. საზოგადოებას ჰქონდა განყოფილებები აფხაზეთისა და აჭარის ასსრ-ებსა და სამხრეთ ოსეთის აო-ში, აგრეთვე საზოგადოებრივ საწყისებზე არსებული რაიონული და საქალაქო საბჭოები (მათში შემავალი პირველადი ორგანიზაციები) საქართველოს სსრ ყველა რაიონსა და ქალაქში. საზოგადოება გამოსცემდა სამეცნიერო-მეთოდურ ლიტერატურას, აჯილდოებდა იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემიით და საზოგადოების საპატიო სიგელით საზოგადოების დაარსებიდან უცვლელი პრეზიდენტი აკადემიკოსი დ. ლორთქიფანიძე.
ლიტერატურა
- დარჩია დ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1985. — გვ. 186-187.