საყველო
საყველო — მთა საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს თრიალეთის ქედის დასავლეთ ნაწილის თხემზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 2806 მ. აგებულია ზედაპლიოცენური ანდეზიტ-დაციტური ლავებით. აქვს კონუსის ფორმა. საყველოდან რადიალურად ჩამოედინებიან მდინარეების ქცია-ხრამისა და გუჯარეთისწყლის შემდგენელი შენაკადები. შემოსილია სუბალპური და ალპური მდელოებით.
საყველო | |
---|---|
კოხტაგორა (მარცხნივ) და საყველო (მარჯვნივ), ხედი ბაკურიანიდან | |
კოორდინატები: თარგი:Nobr | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | ბორჯომის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 2806 მ |
ქედი | თრიალეთის ქედი |
ამგებელი ქანები | ანდეზიტ-დაციტური ლავა |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
თარგი:Nobr |
ლიტერატურა
- ნემანიშვილი ს., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1985. — გვ. 203.