სილქჯობი
სილქჯობი (ინგლ. Silkjob) — პლატფორმა, განკუთვნილი მათთვის, ვინც ეძებს კარიერული ან საგანმანათლებლო განვითარების შესაძლებლობას.
ისტორია
საქართველოში ჩატარდა გარკვეული კვლევა, რომლის საფუძველზეც ნათელი გახდა, რომ ბაზარზე იყო შესაძლებლობა, ახალ კომპანიას მნიშვნელოვანი ცვლილებები მოეხდინა და საინვესტიციო კომპანია Sachs Investment-ის დაფინანსებით შესაძლებელი გახდა იდეის განხორციელება. ამის შედეგად, 2017 წლის მარტში შეიქმნა მრავალფუნქციური საიტი, რომელიც ფართო სეგმენტზეა მორგებული და საკუთარ მომხმარებლებს სთავაზობს ვაკანსიებისა და საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალს, რეზიუმეს შექმნას / ატვირთვას და პირდაპირ საიტის მეშვეობით გაგზავნას, აგრეთვე კომპანიებისთვის მარტივ რეგისტრაციას და ვაკანსიის დამატების შესაძლებლობას.
ფუნქციები
კომპანია მომხმარებელს სთავაზობს საიტზე რეგისტრაციას Facebook ისა და Google ს დახმარებით. სხვადასხვა რეზიუმეს შექმნას/რედაქტირებას/განახლებას. Android და iOS მობილური აპლიკაციებით სარგებლობას და ინფორმაციას ვაკანსიების, კურსების, ტრენინგებისა და გაცვლითი პროგრამების შესახებ. კომპანიებისთვის შეიქმნა: ვაკანსიების/ტრენინგების/კურსების/გაცვლითი პროგრამების სისტემა, ავტომატურად გენერირებადი ინვოისი, ვადაგასული ვაკანსიების განახლების ფუნქცია, სტატისტიკა დადებული ვაკანსიების ნახვებისა და გაგზავნილი შეტყობინებების შესახებ ასევე კომპანიის გვერდის შექმნის შესაძლებლობა.
ღონისძიებები
- 2017 წლის 4 აპრილს გამართა საინფორმაციო შეხვედრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნვერსიტეტში
- 2017 წლის 6 აპრილს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.
- 2017 წლის 26 აპრილს მონაწილეობა მიიღო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ დასაქმების ფორუმში.
რესურსები ინტერნეტში
- ოფიციალური საიტი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted