თარგი:მრავალმნიშვნელოვნება/დიზაინი

სინათლის აბერაცია

სინათლის აბერაციაასტრონომიაში, მოცემულ მომენტში ცის სფეროზე ვარსკვლავის ხილული მდებარეობის წანაცვლება დედამიწის მოძრაობის მიმართულებით.

აბერაცია გამოწვეულია დედამიწის მოძრაობით და სინათლის სიჩქარის სასრული მნიშვნელობით და პროპორციულია დედამიწის ორბიტალური სიჩქარის (წლიური აბერაცია. აღმოჩენილია 1728 წელს ინგლისელი ასტრონომის ჯ. ბრედლის მიერ) ან დღეღამური ბრუნვის სიჩქარის (დღეღამური აბერაცია) ფარდობისა სინათლის სხივის სიჩქარესთან. ვიდრე ჭეშმარიტ მიმართულებაზე (BS) მდებარე (S) წერტილიდან სინათლის სხივი მიაღწევს დამკვირვებლამდე (B), დედამიწა B წერტილიდან გადაადგილდება აპექსის (A) მიმართულებით ც წერტილში. სიჩქარეების წესის თანახმად, სინათლის სხივის მოძრაობის გზა იქნება S1B ანუ S2C. ამიტომ დამკვირვებლის მნათობი მოეჩვენება არა BS||CS1, არამედ CS2||BS1 მიმართულებით, ე. წ. დამკვირვებლისათვის მნათობი გამოჩნდება S2 წერტილში. მნათობმა შეიცვალა მიმართულება SBS1 კუთხით, რომელსაც აბერაციული გადაადგილების კუთხეს (θ) უწოდებენ. ΔBS1C-დან ვღებულობთ:

sinθBS=sinS1BCCS1;BC=vt,

სადაც v დედამიწის ორბიტალური სიჩქარეა, tCS1 მანძილის გავლისათვის საჭირო დრო.

CS1=ct (c სინათლის სიჩქარეა), S1BC=B კუთხე მნათობის ხილულ მიმართულებასა და ეკლიპტიკას შორის (ეკლიპტიკური განედი).

sinθ=vtctsinβ

θ=vc206265sinβ (1)

vc206265=k — ეწოდება სინათლის წლიური აბერაციის მუდმივა და ტოლია 20.5-ისა. ე. ი. θ=20.5sinβ

(1) ფორმულიდან ჩანს რომ აბერაციული გადაადგილება არაა დამოკიდებული ნათობამდე მანძილზე. წლიური აბერაციის გავლენით ვარსკვლავები ცაზე შემოწერს ელიფსებს, რომელთა დიდი ნახევარღერძები ეტოლება k-ს, მცირე კი ksinβ და პერიოდი ერთ წელიწადს. ფარდობითობის თეორიაში აბერაციის ფორმულა მიიღება ლორენცის გარდაქმნებისაგან როგორც ბუნებრივი შედეგი. სინათლის დღეღამური აბერაციის სიდიდე უმნიშვნელოა. მისი უდიდესი ნმნიშვნელობა მოცემულ განედზე (ϕ) ტოლია 0.32cosϕ. არსებობს აგრეთვე საუკუნეობრივი აბერაცია, რომელიც გამოწვეულია მზის სისტემის მოძრაობით ვარსკვლავების მიმართ. ამ მოძრაობის სიჩქარე მუდმივია როგორც მიმართულებით, ასევე სიდიდით. საუკუნეობრივი აბერაცია ყველა ვარსკვლავის მდებარეობას ცვლის ერთნაირად და ამდენად მხედველობაში არ მიიღება.

ლიტერატურა

  • ე. ხარაძე, „ასტრონომიის საფუძვლები“, ტ. 1, თბ., 1971