სქილაკი
სქილაკი — ძვ. წ. VI-V საუკუნის ბერძენი მოგზაური, მწერალი და გეოგრაფი. პირველად სქილაკი მეფე დარიოს I-მა გააგზავნა მდინარე ინდის დინების მიმართულების შესასწავლად. ამ მოგზაურობისას ასევე შეისწავლა წითელი ზღვა. ეს მოგზაურობა 30 თვე გაგრძელდა. სქილაკი ცნობილი პიროვნება იყო ანტიკურ სამყაროში. სტრაბონი მას მოიხსენიებს როგორც „ანტიკურ მწერალს“.
ლიტერატურა
- ჰეროდოტე, Histories, 4.44
- არისტოტელე, Politics, 7.13.2
- სვიდა, s.v. Σκύλαξ