სციენისებრნი (ლათ. Sciaenidae) — თევზების ოჯახი ქორჭილასნაირთა რიგისა. მოიცავს 80-ზე მეტ გვარს და 150-მდე სახეობას. ახასიათებს ღრმანაჭდევიანი ზურგის ფარფლი, ზოგი გვარის (Sciena) წარმომადგენლებს — კუზიანი ზურგი. გავრცელებული არიან უპირატესად ტროპიკულ და სუბტროპიკულ ზღვებსა და ოკეანეებში. საქართველოში შავი ზღვის სანაპიროებთან გვხვდება სციენისებრთა 2 სახეობა: მუქი სციენა (ლათ. Sciaena umbra) და ნათელუმბრინა (ლათ. Umbrina cirrosa). პირველის სიგრძე 70 სმ, მეორისა — 1,5 მ-მდე აღწევს. სციენისებრთა სარეწაო მნიშვნელობა მცირეა. იყენებენ ნედლს, დამარილებულს, დაკონსერვებულს.

სციენისებრნი

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Sciaenidae
დაცვის სტატუსი

შეცდომა: სურათი მცდარია ან არ არსებობს

<templatestyles src="თარგი:Comment/styles.css" /><span class="ts-comment-commentedText" title="Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted">სტატუსი არ არის მითითებული
ძიება IUCN-ის ვებ-გვერდზე: ???

ლიტერატურა