ტელეკომუნიკაცია, იგივე ელექტრული კავშირგაბმულობა ან ელექტრული კავშირიინფორმაციის გადაცემა გარკვეულ მანძილზე ელექტრომაგნიტური სიგნალების გამოყენებით. ინფორმაციის გადასაცემად ძირითადად გამოიყენება ელექტრული ან ოპტიკური კაბელები და რადიოკავშირი.

ესკიზის შექმნის შეცდომა:
სატელეკომუნიკაციო ანძები სენაკში, ეკის მთაზე

უძველესი დროიდან ადამიანები შეტყობინების გადასაცემად იყენებდნენ ოპტიკურ მოვლენებს (სიგნალებს), მაგალითად კოცონებს. ამ სიგნალების თანამედროვე სახეებია ოპტიკური სიგნალები, რომლებიც ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელებით გადაიცემა. ელექტროობის აღმოჩენის შემდეგ შეტყობინებები გადაიცემა ელექტრული სიგნალების საშუალებით, ეს სიგნალები გაივლიან ძირითადად ელექტრულ სადენებს (კაბელებს) ან რადიო სარელეო არხებს. ელექტრული კავშირგაბმულობა ახდენს ინფორმაციის მიღება-გადაცემას ტელეგრაფის, ტელეფონის, რადიომაუწყებლობის, ტელევიზიისა და სხვათა მეშვეობით. განასხვავებენ ასევე საფოსტო კავშირს, რომელსაც საფუძველი ჩაუყარა წერილობითმა ინფორმაციამ, საფოსტო კავშირი ინფორმაციის მიღება-გადაცემას ფოსტის საშუალებით ახდენს.

რესურსები ინტერნეტში