ტელესტო (თანამგზავრი)
ტელესტო (ბერძ. Τελεστώ) — სატურნის ერთ-ერთი მთვარე. აღმოაჩინეს 1980 წელს, დედამიწაზე განთავსებული ობსერვატორიებიდან წარმართული დაკვირვებების შედეგად და მონიშნეს როგორც S/1980 S 13.
ტელესტო | ||||
---|---|---|---|---|
ესკიზის შექმნის შეცდომა: ხომალდ „კასინის“ მიერ გადაღებული ფოტო, ოქტომბერი, 2005 წ. | ||||
სხვა სახელები | სატურნი XIII (13) ან თეტისი B | |||
აღმოჩენა | ||||
აღმოჩენის თარიღი | 8 აპრილი, 1980 | |||
ორბიტალური მახასიათებლები | ||||
დიდი ნახევარღერძი (a) | 294 619 კმ | |||
ორბიტის ექსცენტრისიტეტი (e) | 0.000 | |||
დახრილობა (i) | 1.19° (სატურნის ეკვატორთან) | |||
ვისი თანამგზავრია | სატურნი | |||
ფიზიკური მახასიათებლები | ||||
ზომები | 32.6 × 23.6 × 20.0 | |||
საშუალო რადიუსი | 12.4±0.4 კმ | |||
ხილული ვარსკვლავური სიდიდე | 18.7 | |||
| ||||
|
1983 წელს, ოფიციალურად ეწოდა ბერძნული მითოლოგიის ოკეანიდის — ტელესტოს სახელი. ასევე უწოდებენ სატურნი XIII (13) ან თეტისი B-ს.
ტელესტო ორბიტას იზიარებს სატურნის კიდევ ერთ მთვარე — თეტისთან, განთავსებულია თეტისის ლაგრანჟის წერტილში. მათი მსგავსი ურთიერთობა პირველად 1981 წელს შენიშნეს. სატურნის კიდევ ერთი მთვარე კალიფსო, თეტისის სხვა ლაგრანჟის წერტილში მდებარეობს, თეტისიდან 60 გრადუსით სხვა მიმართულებით.
2005 წელს, ტელესტოს გადაუფრინა NASA-ს კოსმოსურმა ხომალდმა „კასინიმ“. როგორც მის მიერ გადაღებულ ფოტოებზე ჩანს, ამ მთვარის ზედაპირი საოცრად გლუვია და ნაკლებად შეიმჩნევა დარტყმითი კრატერები.
ლიტერატურა
- Hamilton, Calvin J.. Saturn's Trojan Moon Telesto. SolarViews.com. SolarViews. ციტირების თარიღი: 2011-12-23.
- Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

რესურსები ინტერნეტში
- Telesto Profile Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted by NASA's Solar System Exploration
- The Planetary Society: Telesto Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted