ტორესის სრუტე — მდებარეობს ავსტრალიასა და ახალ გვინეას შორის. დაახლოებით 150 კმ სიგანისაა. სამხრეთით ესაზღვრება კეიპ-იორკის ნახევარკუნძული, ჩრდილოეთით პაპუა-ახალი გვინეის დასავლეთი პროვინცია.

ფაილი:TorresStraitIslandsMap.png
ტორესის სრუტე და კუნძულები

ტორესის სრუტე ერთმანეთთან აკავშირებს მარჯნისა და არაფურის ზღვებს. არის მნიშვნელოვანი საერთაშორისო სანაოსნო გზა. სრუტეში მდებარეობს სულ მცირე 274 პატარა კუნძული, რომელთა ჯგუფსაც ტორესის სრუტის კუნძულებს უწოდებენ.

იხილეთ აგრეთვე