ურთა (თურქეთი)
თარგი:მრავალმნიშვნელოვნება/დიზაინი ურთა — სოფელი ისტორიულ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში, ჩრდილის პროვინციაში, ჩრდილის ტბის დასავლეთით, ნაპირთან ახლოს (ახლანდელი თურქეთის ტერიტორია). მოხსენიებულია „გურჯისტანის ვილაიეთის დიდ დავთარში“ (XVI ს.). სოფელში დგას მეჩეთად გადაკეთებული X საუკუნის ეკლესია, რომელიც 1902 წელს მოინახულა და აღწერა ექვთიმე თაყაიშვილმა.
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1986. — გვ. 173.
- ჯიქია ს., გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი, წგნ. 3, თბილისი, 1958 წ.