ფადიევის კოშკი
ფადიევის კოშკი — არქიტექტურული ძეგლი, საფორტიფიკაციო ნაგებობა ჯავის მუნიციპალიტეტის სოფელ მსხლებში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.
დიდი ზომის ფლეთილი ქვით ნაშენი კოშკი შემორჩენილია ხუთი სართულის დონეზე. ჩრდილო-დასავლეთი კუთხე მთლიანად დანგრეულია. მეორე სართულის აღმოსავლეთ კედელში გაჭრილია თაღოვანი შესასვლელი. შეინიშნება დუღაბის კვალი. სამხრეთ ფასადის მეხუთე სართულზე შვერილი სალოდეა შემორჩენილი. კოშკი ავსებულია მიწითა და ჩამონაშალი ქვით.
ლიტერატურა
- შიდა ქართლი, ჯავის რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. III, თბ., 2004