ფერღანის ქედი
ფერღანის ქედი (ყირგ. Фергана тоо кыркасы) — ქედი ყირგიზეთში. შედის ტიან-შანის მთათა სისტემაში, რომელიც გადაჭიმულია სამხრეთ-აღმოსავლეთიდან ჩრდილო-დასავლეთისაკენ. ყოფს ფერღანის ხეობას შიგა ტიან-შანისაგან. ფერღანის ქედის სიგრძე 225 კმ-ია, ხოლო სიგანე — 62 კმ.
ფერღანის ქედი | |
---|---|
ესკიზის შექმნის შეცდომა: ფერღანის ქედი ყირგიზეთში | |
კოორდინატები: თარგი:Nobr | |
ქვეყანა | ყირგიზეთის დროშა ყირგიზეთი |
უმაღლესი წერტილი | უჩ-სეითი |
სიმაღლე | 4940 მ |
სიგრძე | 225 კმ |
სიგანე | 62 კმ |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ქედის კალთები დასერილია შემდეგი მდინარეების ხეობებით: ყარაყულჯა, ყარაუნქური, კულუკი, ჯაზი და ალა-ბუკა. უდიდესი ტბები, რომლებიც ქედს მიეკუთვნებიან: კულუნი და კარასუ. დაცული ბუნებრივი ტერიტორიებიდან აღსანიშნავია კულუნათინის სახელმწიფო ნაკრძალი, საიმალუუ-თაშის სახელმწიფო ბუნებრივი ეროვნული პარკი, ყარა-შოროს სახელმწიფო ბუნებრივი ეროვნული პარკი და სხვა.