ფეშქაშნივისი
ფეშქაშნივისი (სპარს. ფიშქეშნევის < ფიშქეშ — ფეშქაში და ნევის: აწმყო დროის ფუძე ყმნისა ნევეშთან — წერა) — თანამდებობის პირი გვიანდელ ფეოდალურ საქართველოში. ვახტანგ მეფის დასტურლამალის მიხედვით. ფეშქაშნივისი ფეშქაშის „ქარხნის“ (საწყობის) მოხელე იყო. მის მოვალეობას „ქარხანაში“ შესული ფეშქაშების ანგარიშწარმოება („დაწერა“) შეადგენდა. XVIII საუკუნის II ნახევარში ერთდროულად 2 (ცალ-ცალკე ქართლისა და კახეთის) ფეშქაშნივისის არსებობა ივარაუდება. ფეშქაშნივისი ჯამაგირს, დღიურ ულუფას და სარგოს (კერძოდ, ფეშქაშნივობის სახელოს 1703 წყალობის წიგნის თანახმად, ყველა ფეშქაშის ერთ მეათედ ნაწილს) ღებულობდა.
წყარო
- ქართულ-სპარსული ისტორიული საბუთები, ვ. ფუთურიძის გამოც., თბ., 1955;
- ქართული სამართლის ძეგლები, ი. დოლიძის გამოც., ტ. 2, თბ., 1965
ლიტერატურა
- სურგულაძე ი., საქართველოს სახელმწიფოსა და სამართლის ისტორიისათვის, ტ. 1, თბ., 1952
- ფუტკარაძე ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1986. — გვ. 278.