ფილიპის ბრძოლა
თარგი:Stack ფილიპის ბრძოლა — კულმინაციური ბრძოლა მეორე ტრიუმვირატის წევრების, მარკუს ანტონიუსისა და ოქტავიანეს ძალებსა და იულიუს კეისრის მკვლელების, მარკუს იუნიუს ბრუტუსისა და გაიუს კასიუს ლონგინუსის ძალებს შორის. გაიმართა ქალაქ ფილიპისთან, მაკედონიაში, ძვ. წ. 42 წლის ოქტომბერში.
ბრძოლა შედგება ანტიკურ ქალაქ ფილიპის დასავლეთით მდებარე დაბლობზე გამართული ორი შეტაკებისაგან. პირველი მათგანი ოქტომბრის პირველ კვირაში მოხდა; ბრუტუსი ოქტავიანეს დაუპირისპირდა, ანტონიუსის ჯარი კი კასიუსისას შეებრძოლა. თავდაპირველად, ბრუტუსმა უკან დაახევინა ოქტავიანეს და მისი ლეგიონების ბანაკიც დაიკავა, თუმცა სამხრეთით, ანტონიუსმა კასიუსი დაამარცხა და ამ უკანასკნელმა თავი მოიკლა მას შემდეგ, რაც ცრუ მოხსენება მოისმინა, რომ თითქოს ბრუტუსიც დამარცხდა. ბრუტუსმა კასიუსის გადარჩენილი არმია შეიერთა და ორივე მხარეს ბანაკებში დაბრუნება უბრძანა. ამ ბრძოლაში, არსებითად, ვერც ერთმა მხარემ ვერ შეძლო გამარჯვების მოპოვება, თუმცა მას მაინც შეეწირა კასიუსის სიცოცხლე. მეორე შეტაკება 23 ოქტომბერს მოხდა და ბრუტუსის ძალების განადგურებით დასრულდა. ამ უკანასკნელმაც თავი მოიკლა და ამდენად, ტრიუმვირატმა რომის რესპუბლიკაზე კონტროლი მოიპოვა.
ლიტერატურა
პირველადი წყაროები
- აპიანე: რომის სამოქალაქო ომები
- პლუტარქე: ბრუტუსის ცხოვრება
- სვეტონიუსი: ავგუსტუსის ცხოვრება
- ველეიუს პატერკულუსი: რომის ისტორია
- ავგუსტუსი: Res Gestae
რესურსები ინტერნეტში
- Map of the First Battle of Philippi Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted and Map of the Second Battle of Philippi Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted at Livius.org