ფლოქსი
ფლოქსი (ლათ. Phlox) — მრავალწლოვანი, იშვიათად ერთწლოვანი ბალახოვანი ან ზოგჯერ ბუჩქბალახოვანი მცენარეების გვარი პოლემონისებრთა ოჯახისა.გართხმული ან ბუჩქისებრ აღმამდგომი მცენარეა.
აქვს მარტივი, კიდემთლიანი, ღეროზე მარიგეობით ან მოპირისპირედ განლაგებული ფოთლები, მილისებრ-ძაბრისებრი ფორმის ნაირფერი ყვავილი, კოლოფა ნაყოფი. მრავლდება თესლით და ვეგეტატიურად. ყინვაგამძლეა.
ცნობილია ფლოქსის 50-მდე სახეობა, რომლებიც უმთავრესად გავრცელებულია ჩრდილოეთ ამერიკაში, ყოფილ სსრკ-ის ტერიტორიაყე. ფლოქსის სიმაღლის მიხედვით იყოფა ჯგუფებად: ბუჩქისებრი და გართხმული. დეკორატიულ მეყვავილეობაში ფართოდაა გავრცელებული ბაღის ფლოქსი, რომლის ყვავილები შეკრებილია ცოცხისებრ ყვავილედებად.
ჰაერისა და ნიადაგის მაღალი ტენიანობა ხელს უწყობს ყვავილობის გახანგრძლივებას და მცენარის უკეთესად ზრდა-განვითარებას. იყენებენ ბაღ-პარკების გასაფორმებლად და სათაიგულედ.
ლიტერატურა
- ჩერქეზიშვილი თ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1986. — გვ. 348.