ფრეიზერი (კუნძული)
ფრეიზერი (ინგლ. Fraser Island) — ქვიშიანი კუნძული ავსტრალიის კუინზლენდის შტატის სამხრეთ სანაპიროსთან. მდებარეობს ბრისბენიდან დაახლოებით 300 კმ-ში. 2006 წლის აღწერით, კუნძულის მოსახლეობა შეადგენს 360 კაცს. 1992 წელს შევიდა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ჩამონათვალში, როგორც განუმეორებელი ბუნებრივი ძეგლი.
მშობ. სახელი: ინგლ. Fraser Island | |
---|---|
ესკიზის შექმნის შეცდომა: ფრეიზერი | |
გეოგრაფია | |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
მდებარეობა | მარჯნის ზღვა |
კოორდინატები | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
კუნძულთა რაოდენობა | 1 |
ფართობი | 1840 კმ² |
სიგრძე | 120 კმ |
სიგანე | 7-23 კმ |
უმაღლესი წერტილი | 240 მ |
კუინზლენდი | |
დემოგრაფია | |
მოსახლეობა | 360 (2006) |
სიმჭიდროვე | 0,196 /კმ² |
![]() |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 620 ინგლ. • რუს. • ფრ. |
გეოგრაფია
კუნძულს აქვს წაგრძელებული ფორმა. მისი სიგრძე დაახლოებით 120 კმ-ია, სიგანე კი 7-დან 23 კმ. მისი ფართობია — 1840 კმ². იგი მიჩნეულია უდიდეს ქვიშიან კუნძულად მსოფლიოში.
მისი შემადგენელი დიუნები წარმოიქმნა დაახლოებით 400 ათასი წლის წინ და აქვთ სიმაღლე 240 მეტრამდე. კუნძულზე არსებობს 40-ზე მეტი სასმელად ვარგისი ტბა, რომელთაგან ყველაზე დიდია — ბოუმინგენის ტბა (ფართობი 200 ჰა). კუნძულის დასავლეთი სანაპირო დაკავებულია მანგროს ტყეებით და ჭაობებით, ოკეანისკენ მიქცეული აღმოსავლეთი კი დაახლოებით 100 კმ-ის სიგრძის თეთრ ქვიშიანი პლაჟია. ჩრდილოეთ ნაწილში შენარჩუნებულია ხელუხლებელი ტენიანი ეკვატორული ტყეები, რომლის დიდი ნაწილი (დაახლოებით 1645 კმ²) არის გრეიტ-სენდის ეროვნული პარკის ნაწილი. საინტერესოა კუნძულის ცხოველთა სამყაროც. პატარა სიღრმის, კარგად გამთბარ ტბებში ბინადრობენ სასმელი წყლის კუები, ხოლო ხმელეთზე გვხვდება ველური ჯიშის ძაღლი დინგო.
ისტორია
ავსტრალიის ევროპელთა კოლონიზაციამდე კუნძულზე ცხოვრობდნენ რამდენიმე ათასი აბორიგენები. ბატჩულას (Butchulla) ტომის ენაზე კუნძულს ერქვა კგარი (K`gari) — სამოთხე. თანამედროვე სახელი დაკავშირებულია კაპიტან ფრეიზერის და მისი ცოლის გვართან, რომელთა გემმაც „Stirling Castle“ განიცადა ავარია კუნძულთან.
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში
- Fraser Island From the Air Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- Official Website of the Department of Environment and Resource Management for more information and camping permits Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- World heritage listing for Fraser Island
- FraserIsland.info - extensive information about all aspects of Fraser Island Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- Great Sandy Biosphere Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted