ფრიზები
ფრიზები (ფრიზ. Friezen) — გერმანიკული წარმოშობის ხალხი, მცირე ეთნიკური ჯგუფი, ცხოვრობენ ნიდერლანდების, გერმანიისა და დანიის სანაპირო ზოლში, ისტორიულ ფრიზიაში. ძირითადად კონცენტრირებულნი არიან ჰოლანდიის პროვინციებში - ფრისლანდიასა და გრონინგენში, ასევე გერმანიაში - აღმოსავლეთ ფრიზიასა და ჩრდილოეთ ფრიზიაში. ფრიზები ცნობილნი არიან როგორც ქერათმიანები. ფრიზებს დიდი ისტორია და მდიდარი ფოლკლორი აქვთ.
მოსახლეობა 1,500,000 კაცი.
ენა ფრიზული. განეკუთვნება გერმანიკული ენების ოჯახს. ტრადიციულად იყოფა დასავლეთფრიზულ, ჩრდილოფრიზულ და
აღმოსავლეთფრიზულ დიალექტებად.
მორწმუნეები მეტწილად კალვინისტები ან ლუთერანები, გვხვდებიან კათოლიკეებიც.
რესურსები ინტერნეტში
- The Frisian Meeting Place Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- Lex Frisionum in Latin, Dutch and English
- History of the Frisian folk Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted