ფსვენი
ფსვენი (ლათ. Eremias) — ხვლიკების გვარი. მათი სხეულის სიგრძე 30 სმ აღწევს. ქვიშისფერი ან მორუხოა, ზედ ხაზები დასდევს და ლაქები აყრია. გვარში 23 სახეობაა. გავრცელებულია აზიაში, ჩრდილოეთ ჩინეთში, კორეასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში. ბინადრობენ ნახევრად უდაბნოებსა და მშრალ სტეპებში. უმრავლესობა კვერცხმდებია, ზოგი — კვერცხცოცხლადმშობი.
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1986. — გვ. 409.