ფუშიმი ინარი-ტაიშა

ფუშიმი ინარი ტაიშა (伏見稲荷大社) ინარის სულისთვის მიძღვნილი შინტოს აკლდამა, ფუშიმი-კუ, კიოტო, იაპონია. ინარის სულს მიიჩნევენ მარცვლეულის, განსაკუთრებით ბრინჯის მფარველად, და შესაბამისაც ის ისტორიულად სიმდიდრესთან ასოცირდებოდა. იაპონური კომპანიები ინარის აკლდამებს როგორც წესი ბრინჯის ღვინოს (საკე) ან ტორიით შემოსილ ჭიშკრებს სწირავენ.

ესკიზის შექმნის შეცდომა:
ფუშიმი ინარის ჭიშკრები

აკლდამა განსაკუთრებით ცნობილია მის მაღლობზე მისასვლელთან ათასობით ნარინჯისფერი ტორიის ჭიშკრებით. ეს ჭიშკრებიაკლდამისთვის კერძო პირთა, ოჯახებისა და კომპანიების მიძღვნილია. ბორცვის ძირას გო-ჰონდენის აკლდამა (御本殿) და საკურა-მონის ჭიშკარი (桜門) მდებარეობს. ბორცვის თავზე მთავარი აკლდამაა. სხვა ინარის აკლდამების მსგავსად ფუშიმი ინარი-ტაიშას მთავარ საკერპო ობიექტთან (სარკე) გახსნილი ხედი აქვს. ეს მიდამო ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ადგილად ითვლება კიოტოში და იაპონიის ერთ-ერთი სიმბოლოა. 2005 წლის კინოფილმის ”გეიშას მემუარები” ერთ-ერთი ფრაგმენტი ამ აკლდამაში იყო გადაღებული.


რესურსები ინტერნეტში