ქალაქის კოლორიტი — ადამიანი, რომელიც ასოციალურ, მარგინალურ ცხოვრებას ეწევა. ხშირად ახასიათებთ სხვადასხვა სახის ფსიქიკური გადახრები, ან ფიზიკური ნაკლი (ინვალიდობა). „ქალაქის კოლორიტი“ შეიძლება იყოს, როგორც მუდმივი საცხოვრებელი ადგილის არმქონე პიროვნება, ასევე – უბრალოდ ის პიროვნება, რომელიც გამოირჩევა ექსცენტრული ქცევით, უჩვეულო ფიზიკური გარეგნობით, ან ჩაცმის მანერით.

საზოგადოებებში

ტერმინი „ქალაქის“, „სოფლის“ ან „ადგილობრივი“ ნიშნავს, რომ ასეთი პიროვნებები არ მოგზაურობენ, არამედ ცხოვრობენ ერთ გარკვეულ დასახლებულ პუნქტში – ქალაქში, რაიონში, სოფელში და სხვა. მათი ხასიათის წყალობით ისინი საკმაოდ პოპულარულები არიან ამა თუ იმ ადგილას და წარმოადგენენ ამ ადგილის ღირსშესანიშნაობას, ატარებენ სხვადასხვა მეტსახელებს, რომლებიც მიუთითებენ მათ ფიზიკურ ნაკლზე ან განმასხვავებელ ნიშნებზე.

ქალაქის კოლორიტები, როგორც წესი, საკმაოდ მშვიდობისმოყვარე და უწყინარი ხალხია, ეწევიან მათხოვრობას ხალხმრავალ ადგილებში: ეკლესიებთან, სადგურებზე, ბაზრებზე და სხვადასხვა კვების დაწესებულებებთან. აგროვებენ შუშის ტარას, ჯართის ნაჭრებს და ასრულებენ მსუბუქ სამუშაოებს.

კულტურაში, მეცნიერებაში და ხელოვნებაში

ხშირად „ქალაქის კოლორიტს“ უწოდებენ პიროვნებას, რომლის შეხედულებებიც, ამა თუ იმ პრობლემაზე, კარდინალურად განსხვავდება საზოგადოებაში არსებულისგან. საკუთარი აზრის განმტკიცებაში მსგავსი პიროვნებები ავლენენ სიჯიუტეს, ყურადღებას არ აქცევენ საზოგადოებრივი აზრს და ქცევის დაწესებულ ნორმებს. არც თუ იშვიათად, მსგავსი პიროვნებების მიერ გამოთქმულმა შეხედულებებმა და აზრებმა შეიძლება გამოიწვიოს გარკვეული გარღვევა საქმიანობის ამა თუ იმ სფეროში (იხ. გენიალურობა).

ფოლკლორი

ლიტერატურა

კინო

მუსიკა

  • „ქალაქის გიჟი“ (Городская сумасшедшая) — მაშა რასპუტინას სიმღერის და სადებიუტო ალბომის დასახელება.[1]

ინტერნეტში

„ქალაქის კოლორიტი“, „ქალაქის გიჟი“ ინტერნეტში შეიძლება ეწოდოს იმ ადამიანს, რომელიც სისტემატურად სტუმრობს რომელიმე ფორუმს ან სოციალურ ქსელს და თავს არაადეკვატური გამონათქვამებისა და ქცევის ნებას აძლევს. მაგალითად ყოველთვის უარყოფითად ან პირიქით, დადებითად ექსპრესიულად გამოდის სხვადასხვა საკითხზე და ავლენს მკვეთრ შეხედულებებსა, ხშირად – ექსტრემისტული ხასიათისას (ფლუდი, ტროლინგი).

ცნობილი კოლორიტები

აახენი

  • Lennet Kann (1844–1916)

ბამბერგი

  • Humsera

ბაზელი

  • -minu (* 1947)

ბერლინი

  • Molly Luft (1944-2010)
  • Emil Riemer (1875–1965)

ბერნი

  • Madame de Meuron (1882–1980)

ბრატისლავა

ბრაუნშვაიგი

  • Harfen-Agnes (1866–1939)
  • Rechen-August (1882–1928)

ბრემენი

  • Heini Holtenbeen (1835–1909)
  • Mudder Cordes (1815–1905)

ბრემერჰაფენი

  • Hein Mück (1895–1967)

დესაუ

  • Hobusch (1819-1866)

ერლანგენი

  • Pinsl (1927–2009)

ვენა

  • Hugo Sperber (1885–1938)
  • Waluliso (1914–1996)
  • Wilde Wanda (1947–2004)

იდშტაინი

  • Harry von de Gass (1942–2005)

კელნი

  • Hermann Götting (1939–2004)

ლისაბონი

  • Augusto Macedo (1902–1997)

ლონდონი

ლუდვიგსჰაფენი

  • Hemshof-Friedel (1914–1979)

მანჰეიმი

მიუნხენი

  • Karl Valentin (1882-1948)

სან-ფრანცისკო

ტრირი

  • Helmut Leiendecker (* 1952)

ულმი

  • Krättenweber († 1920)

ფრანკფურტი

ციურიხი

  • Max Daetwyler (1886–1976)

ხარკოვი

ჰამბურგი

  • Zitronenjette (1841–1916)

საქართველოს ცნობილი კოლორიტები

თბილისი

სქოლიო

  1. სიმღერის სრული ტექსტი შეგიძლიათ ნახოთ აქ

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

ლიტერატურა