ქემალფაშა (ართვინი)
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ქემალფაშა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |||||
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |||||
| |||||
ქვეყანა |
{{ქვეყნის მონაცემები Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ქვეყნის დროშა2 | name = Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | variant = | size = }} | ||||
[[პროვინცია (Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted)|პროვინცია]] | ართვინი | ||||
[[რაიონი (Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted)|რაიონი]] | ქემალფაშის რაიონი (ართვინი) | ||||
შიდა დაყოფა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ||||
კოორდინატები | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ||||
მმართველი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ||||
დაარსდა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ||||
პირველი ხსენება | [[Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted]] | ||||
ადრეული სახელები | მაკრიიალი | ||||
ამჟამინდელი სტატუსი | 1987 | ||||
ფართობი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ||||
ცენტრის სიმაღლე | 10 მ მ | ||||
ოფიციალური ენა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ||||
მოსახლეობა | 4 894 კაცი (2011) | ||||
სასაათო სარტყელი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ||||
სატელეფონო კოდი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ||||
საფოსტო ინდექსი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ||||
საავტომობილო კოდი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ||||
ოფიციალური საიტი | kemalpasa.bel.tr | ||||
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |||||
[[:commons:Category:Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted|Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted]] ვიკისაწყობში |
ქემალფაშა (თურქ. Kemalpaşa; ძვ. სახელწოდება — მაკრიალი,[1] ადგილობრივი ლაზები ნოღედსაც უწოდებენ) — ქალაქი თურქეთში, ართვინის პროვინციის ქემალფაშის რაიონში რაიონში. მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროზე, სარფის სასაზღვრო-გამშვები პუნქტიდან 5 კილომეტრში. მოსახლეობა 4 894 ადამიანი (2011 წ.)[2]. 2017 წელს გახდა ართვინის პროვინციის რაიონი.[3]
ისტორია
სასაზღვრო ზონაში მდებარე მაკრიალი სხვადასხვა ეპოქაში მოიაზრებოდა ჭანეთსა და კლარჯეთში, ზღვისპირისა და გონიას მიკროპროვინციებში.
არის მოსაზრება, რომ მაკრიალი არის პტოლემაიოსთან (II ს.) დამოწმებული პუნქტი ქსილინე. ტოპონიმი, რომელიც შესაძლოა მაკრონების ტომის სახელწოდებასთან იყოს დაკავშირებული. წერილობით წყაროებში პირველად გვხვდება მიქელ პანარეტოსთან (XIV ს.) მაკროსეგიალოსი/მაკრეგიალუსი („გრძელი სანაპირო“) ფორმით, რაც ადგილ. სახელის ბერძნულად გადააზრების გზით უნდა იყოს მიღებული. ავტორის მიხედვით, ამ ადგილს ორი დინასტიური ქორწინების ფაქტი უკავშირდება: 1367 ივნისში ლაზიკეში, მაკრიალში, „ხმელეთითა და ზღვით“ ჩავიდა ტრაპიზონის იმპერატორის, ალექსი III-ის ამალა, რ-მაც საქართველოს მეფე ბაგრატ V-ს იმპერატორის ქალიშვილი ანა მიათხოვა (კონტექსტიდან ჩანს, თითქოს ჯვრისწერა/ქორწილი აქვე შედგა); 1377 მაკრიალში გაატარა ზაფხული იმავე ალექსი III-მ. გონიიდან დავით IX-ის ასულის (ბაგრატის დის), გულქან-ხათუნის ჩასვლის შემდეგ ამალა ტრაპიზონისკენ დაიძრა, სადაც მას ევდოკია უწოდეს და უფლისწულ მანუელზე (შემდგომში – იმპერატორი მანუელ III) დააქორწინეს. აღნიშნული ცნობებიდან ირკვევა, რომ მაკრიალი არა მხოლოდ სასაზღვრო ზონაა ტრაპიზონის იმპერიასა და საქართველოს სამეფოს შორის (ამ უკანასკნელის შემადგენლობაში), არამედ პრაქტიკული საგზაო კვანძია რეგიონის სახმელეთო და საზღვაო მიმოსვლაში.
ერთიანი საქართველოს სამეფოს დაშლის შემდეგ მაკრიალი შედიოდა იმერეთის სამეფოში, სამცხე-საათაბაგოსა და გურიის სამთავროებში; ხოლო 1551 წელს ოსმალეთის მიერ მისი დაპყრობის შემდეგ – ტრაპიზონის ვილაიეთის არქაბეს ყაზას გონიას ნაჰიეში; 1879 წლიდან – რუსეთის იმპერიის (ბათუმის ოკრუგის გონიას უბანი), პირველი მსოფლიო ომის პერიოდში, 1915 წელს, დაიპყრო რუსეთის იმპერიამ. 1918-1921 წლებში იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემადგენლობაში, 1921-იდან კი თურქეთის შემადგენლობაშია. ქალაქის სტატუსი მიიღო 1987 წელს[4].
ღირსშესანიშნაობები
მაკრიალის სიძველეებიდან აღსანიშნავია ზღვის სანაპიროზე მდებარე კომპლექსი, რომელიც შედგება დარბაზული ტიპის ეკლესიისაგან და მასზე დასავლეთიდან მიყრდნობილი 3-სართულიან ოთხკუთხა კოშკისგან (სიმაღლე – 12 მ). სართულები კამარებითაა გადახურული. ნაგებია ძირითადად რიყის ქვით. კუთხეებში გამოყენებულია აგური, აგრეთვე კერამიკული ფრაგმენტები – ამფორები, დოქები, წყალგაყვანილობის მილები და სხვა, რომლებიც უფრო ადრეული (სავარაუდოდ, გვიანრომაული) პერიოდისაა. კოშკის ქვედა დონეზე შეინიშნება ქვიშაქვის კვადრები, ასევე მეორადი გამოყენების შედეგად მოხვედრილი. სავარაუდოდ, კოშკი თავდაცვითი ნაგებობის გარდა ერთგვარი ორიენტირიც („შუქურა“) უნდა ყოფილიყო.
გალერეა
-
ძველი ხიდი ქემალფაშაში
ჯაბა ლაბაძის ფოტო -
ქემალფაშის მეჩეთი
ჯაბა ლაბაძის ფოტო -
სასტუმრო სარფი ქემალფაშაში
ჯაბა ლაბაძის ფოტო -
ქემალფაშის ერთ-ერთი დასახლების ხედი
ჯაბა ლაბაძის ფოტო
ლიტერატურა
- მიქელ პანარეტოსი, ამბავი ტრაპიზონის მეფეების დიდი კომნენოსებისა..., გეორგიკა, ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ს. ყაუხჩიშვილმა გამოც., ტ. 7, თბ., 1967.
- ისტორიული ჭანეთის აღმოსავლეთ ნაწილში დაცული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, რედ. შ. მამულაძე, ე. კახიძე, ბათ., 2014;
- ტაო-კლარჯეთი, ისტორიისა და კულტურის ძეგლები, კატალოგი, რედ. ბ. კუდავა, თბ., 2018.
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
- ↑ ლ. თოიძე, ინტერვენციას, ოკუპაციაც, ძალდატანებითი გასაბჭოებაც, ფაქტობრივი ანექსიაც, თბ., 1991, გვ., 197
- ↑ Turkstat. Turkish Statistical Institute. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-27. ციტირების თარიღი: 2011.
- ↑ "Yeni KHK ile iki belde ilçe yapıldı!"
- ↑ Mayor’s page
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted