ქვის ხანა
ქვის ხანა — კაცობრიობის განვითარების უძველესი კულტურულ-ისტორიული პერიოდი, როდესაც შრომისა და საბრძოლო იარაღი იქმნებოდა უმთავრესად ქვისგან. თუმცა, აგრეთვე გამოიყენებოდა ხე და ძვალიც. ქვის ხანის ბოლოსთვის, გავრცელება ჰპოვა თიხის ჭურჭლის გამოყენებამ.
ქვის ხანა იყოფა სამ ნაწილად: პალეოლითი (ძველი ქვის ხანა), მეზოლითი (შუა ქვის ხანა) და ნეოლითი (ახალი ქვის ხანა). თავის მხრივ, პალეოლითი იყოფა: ქვედა, შუა და ზედა პალეოლითად.
ქვედა პალეოლითი ყველაზე ხანგრძლივი ხანაა. იმდროინდელი ნასახლარები საქართველოში მრავალგან არის აღმოჩენილი: დმანისში, კაცხში, ლაშებალთაში, ჭიქიანის მთაზე.[1]
რესურსები ინტერნეტში
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
- ქვის ხანა (ინგლისურად) Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- ქვის ხანის ნაჯახები(ინგლისურად) Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- ქვის ხანის გავრცელების არეები(ინგლისურად) Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
სქოლიო
- ↑ საქართველოს ისტორია, თბ., 2008 წ. გვ. 22
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted