ქორჭილასნაირნი (ლათ. Perciformes) — თევზების რიგი. აქვს 2 ზურგის ფარფლი. მუცლის ფარფლები მკერდის ფარფლების ქვემოთ ან მათ წინაა. ქორჭილასნაირთა რიგი მოიცავს 150 ოჯახის 6000 სახეობას, მათ შორის 20 საქართველოს წყლებშიც გვხვდება. ქორჭილასნაირნი ფართოდ არის გავრცელებული დედამიწის სხვადასხვა წყალსატევში — ზღვებსა და მტკნარ წყლებში. მრავალ ქორჭილასნაირნს სარეწაო მნიშვნელობა აქვს. მსოფლიო თევზრეწვაში განსაკუთრებით დიდი ადგილი უკავია სციენას, თინუსს, სკუმბრიას და სხვას. შავი ქორჭილა (Micropterus salmoides) და ტილაპია (Tilapia mosambica) სატბოტო თევზმეურნეობის ძვირფასი ობიექტია.

ქორჭილასნაირნი
Perca flavescens
Perca flavescens
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  სხივფარფლიანები
რიგი:  ქორჭილასნაირნი
ლათინური სახელი
Perciformes
დაცვის სტატუსი
<templatestyles src="თარგი:Comment/styles.css" /><span class="ts-comment-commentedText" title="Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted">სტატუსი არ არის მითითებული
ძიება IUCN-ის ვებ-გვერდზე: ???

ლიტერატურა