ქუთაისის გერბი
ქუთაისის გერბი — ქუთაისის თვითმმართველი ქალაქის სახელმწიფო სიმბოლო დროშასთან ერთად. გერბის ავტორია მხატვარ-ჰერალდიკოსი მამუკა გონგაძე.
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
დეტალები | |
---|---|
გვირგვინი | სამკოშკიანი ქონგურებიანი საქალაქო ვერცხლის გვირგვინი |
აღწერილობა
გერბის ფარი გადაკვეთილია და იყოფა 2 ნაწილად.
- პირველ ნაწილი — უჭირავს ფარის 2/3, რომლის მწვანე ველზე ოქროს საწმისია გამოსახული.
- მეორე ნაწილი — უჭირავს ფარის 1/3. ლაჟვარდის ველზე გამოსახულია ანტიკური ოქროს ხომალდი.
გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია ოთხკოშკიანი ქონგურიანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) საქალაქო ოქროს გვირგვინი.
გერბის ფარს გარს არტყია ვაზის ფოთლების ოქროს ორნამენტი.
გერბის ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის მწვანე-ოქროს ბაფთა, რომლის მწვანე ოქროთი ჩაწერილია — „ქუთაისი“. დევიზის ორივე მხარეს გამოსახულია ოქროს ორი ჰერალდიკური ჯვარი.
ფერების სიმბოლო
- ოქროსფერი - კეთილშობილებისა და სიდიდადის სიმბოლო
- მწვანე - თავისუფლებისა და იმედის სიმბოლო.
- მუქი ლურჯი - ღირსების სიმბოლო.
რესურსები ინტერნეტში