ყვითელლოყება
ყვითელლოყება (ლათ. Elopichthys bambusa) — მტაცებელი თევზი კობრისებთა ოჯახისა. აქვს წვრილი ქერცლით დაფარული და წაგრძელებული სხეული. მისი სიგრძე 2 მ, მასა — 30-40 კგ აღწევს. გავრცელებულია აღმოსავლეთ აზიაში, მდინარე ამურიდან დაწყებული, დამთავრებული ვიეტნამამდე, მდინარე კამდე. ლაყუჩის სახურავები ყვითელ-ოქროსფერია, საიდანაც წარმოსდგება თევზის სახელწოდება. დიდი პირი აქვს. იკვებება თევზით. ტოფობს ზაფხულში. ძვირფასი სარეწაო თევზია. ძალიან გემრიელი და მსუქანი ხორცი აქვს. იყენებენ ნედლს, დამარილებულს, შებოლილს.
ყვითელლოყება | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ფაილი:Желтощёк (Elopichthys bambusa).JPG | |||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||
Elopichthys bambusa (Richardson, 1845) | |||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||
![]() IUCN Data Deficient : 166188 | |||||||||||||
ლიტერატურა
- დემეტრაშვილი მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1986. — გვ. 640.