ჩაისის ეკლესია
ჩაისის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი თურქეთში, ჩილდირის რაიონში, ისტორიულ ჯავახეთში, სოფელ ჩაისში, თანამედროვე სოფელ კაიაბეიში. ამჟამად შენობაში ჯამეა მოწყობილი და კარგად არის დაცული.
ჩაისის ეკლესია | |
ფაილი:ჩაისის ეკლესია.jpg | |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
| |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
რელიგიური კუთვნილება | საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | თურქეთი |
პროვინცია | არტაანი |
მუნიციპალიტეტი | ჩილდირი |
ადგილმდებარეობა | სოფ. კაიაბეი |
სასულიერო სტატუსი | უმოქმედო |
ფუნქციური სტატუსი | მეჩეთი |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
ხუროთმოძღვრული ტიპი | დარბაზული ეკლესია |
თარიღდება | XIV-XV სს. |
დეტალები
| |
ფაილი:Chais gegmai.png
ტაძრის გეგმა |
ძეგლის აღწერა
ეკლესია დარბაზულია. ნაგებია სხვადასხვა ფერის კარგად თლილი კვადრებით, რომელშიც ჭარბობს რუხი ბაზალტი. ჰორიზონტალები მეტ-ნაკლებადაა დაცული. შერჩენილი აქვს ორფერდაა ლორფინის გადახურვა, კარი ჩრდილოეთიდანაა. ძველი სარკმელები დატანებულია თითო-თითო აღმოსავლეთით, სამხრეთითა და დასავლეთით. მეჩეთისათვის ამოჭრილია სამი განიერი ფანჯარა (ორი სამხრეთით და ერთი დასავლეთით).
დარბაზის გრძივი კედლები პილასტრებით სამ-სამადაა დაყოფილი. კამარა პილასტრებზე დაყრდნობილ თაღებზე გადადის. აფსიდს ჩრდილო-აღმოსავლეთით ერთი პატარა მართკუთხა და მეორე დიდი ზომის თაღოვანი ნიშა აქვს.
ძეგლი, სავარაუდოდ, XIV-XV საუკუნეებში უნდა იყოს აშენებული.
ლიტერატურა
- „მოგზაურობა თურქეთში“, // ჟურ. ძეგლის მეგობარი, №. 93 თბილისი: საბჭოთა საქართველო, 1996 წელი. — გვ. 54-56
რესურსები ინტერნეტში
- ჩაისი | სამხრეთ კავკასიის ისტორიული ძეგლები
- ტაო-კლარჯეთის ძეგლების 2014 წლის საკვლევი ექსპედიციების ანგარიშები. კავკასიის უნივერსიტეტი, გვ. 49. ISBN 978-9941-0-7362-5Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted.